რა შუაშია ტერენტი გრანელი რამინა ბერაძესთან

0
494

მედიაში აქტიურად ქვეყნდება ამონაწერი 1, 18 თეთრთან დაკავშირებული სკანდალური გამონათქვამის ავტორის, 2012 წლიდან "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს"–ს ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის  . ირმა (რამინა ბერაძის) ქონებრივი დეკლარაციიდან.

,,რიმა ბერიძის სახელზეა რეგისტირებული ორი ბინა და საცხოვრებელი სახლი თბილისში, ასევე მისი მეუღლის, მერაბ სიორიძის სახელზეა რეგისტრირებული მიწის ორი ნაკვეთი მარნეულისა და ოზურგეთის რაიონებში. "თიბისი" ბანკში რამინა ბერიძეს აქვს ორი ანაბარი, სადაც 21 924 დოლარი და 2 295 ევრო ერიცხება. გასულ წელს შპს ვაგონშემკეთებელი კომპანიის შესყიდვების მთავარმა სპეცილისტმა მერაბ სიორიძემ სამუშაოს შესრულებისათვის 75 000 ლარი მიიღო. რამინა ბერიძემ კოალიციაში თავმჯდომარის რანგში 16 549 ლარი მიიღო, ასევე სახლის გაქირავებით შემოსავლის სახით 220 000 ლარი მიიღო. ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ 2015 წელს რამინა ბერიძემ ოჯახის წევრებს 55 000 ლარის ოქროს ძვირადღირებული ნივთები გადასცა.

ტერენტი გრანელი კი უბრალოდ არ შეიძლება არ გაგახსენდეს  ისეთი ბრძნული გამონათქვამების შემდეგ, როგორიცაა ნანული შევარდნაძის თეზა  რვალარიანი პენსიისა და ყაიათიანი დიასახლისის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის ღცევა ბანკირის დაქირავების აუცილებლობის შესახებ, , გუგული მაღრაძის ,,ოთხი ბოთლი ზეთი ათ ლარად" და ირმა ბერიძის გათვლები  ერთი ლარისა და ცოტა მეტის მსყიდველობითუნარიანობასთან დაკავშირებით – ,,შენ სიღარიბეს არ იცნობ ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა"    

წინა სტატიადისკუსია დევნილთა პრობლემებზე და გამოწვევებზე
შემდეგი სტატია,,ჩვენ აქ ვართ” – ორიგინალური აქცია პარიზში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური