მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ზაქარეიშვილის მეხსიერება: ,,ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა...

პაატა ზაქარეიშვილის მეხსიერება: ,,ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა _ ეს არის საბჭოთა კავშირი.

Published on

,,ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა _ ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა და ერთ სახელმწიფოში ცხოვრების ერთადერთი გამოცილება, რაც ჩვენ გვახსოვს, საბჭოთა კავშირია. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ, გვინდა ერთია და როგორ ვაპირებთ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, მეორე და საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. და ეს მაშინ, როცაჯერ კიდევ არ მიწყნარებულა უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურება, რომელიც  ფართო საზოგადოებაში მოყვა მის  განცხადებას საქართველოს პარლამენტში ქვეყნის  ფედერაციული მოწყობის შესახებ.  

მით უფრო რომ ამ  განცხადებას წინ უძღოდა   პრემიერ – მინისტრის ასევე გახმაურებული ფრაზა  ერთა თვითგამორკვევის შესახებ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონტექსტში.  საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ მთავრობაში აქტიურად განიხილება  ქვეყნის ფედერაციული მოწყობის საკითხი, რომელიც ჩვენი რეალიების გათვალისწინებით შესაძლოა გარდამავალი საფეხური აღმოჩნდეს საქართველოს მიერ  აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობის გზაზე. მით უფრო, რომ პაატა ზაქარეიშვილი დღევანდელ თავდაცვის მინისტრთან თინა ხიდაშელთან, პარლამენტარ დავით ბერძენიშვილთან და სხვებთან ერთად არის თანაავტორი 2004 წელს გამოქვეყნებული კონცეფციისა აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ ასიმეტრიულ რეგიონალიზმზე დაფუძნებულ ფედერალურ სახელმწიფოში. ბევრს მწარედ ახსოვს მათივე მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცილებელია მზაობა აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე მსჯელობისათვის.

,, ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივით გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კონცეცფია ფედერალიზაციაზე. ჩემი პირადი პოზიციაა, როგორც სპეციალისტის ამ სფეროში, რომ საქართველოში ყველაზე კარგი, ეფექტური ფორმა კონფლიქტების მოგვარებისა არის მისი ფედერალიზაციური მოწყობა – ე.ი. სხვადასხვა რეგიონების მიმართ სხვადასხვა სტატუსი – აფხაზების მიმართ განსაკუთრებული სტატუსი უნდა იყოს. მე ამის იქით არ მივდივარ. თუ ვინმეს უკეთესი აზრები აქვს, ღმერთმანი, დაწეროს. 10 წელი გავიდა, ვინმემ რამე შემოგვთავაზა?! მე ასე ვხედავ, თუ სხვა სხვანაირად ხედავს, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 ამასთან, სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ფედერაციული მოწყობა ძალიან შორეული პერსპექტივაა და დღევანდელი მთავრობა ამაზე არ მსჯელობს.

“მე, როგორც მინისტრი, ამას ვერ მოვესწრები. ჩვენი ამოცანაა დღევანდელი დღე – ჯანდაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა კონფლიქტის ზონაში, რუსეთთან ურთიერთობები. დღეს ჩვენი ხელისუფლების ამოცანა არის არა სტატუსის განსაზღვრა, არამედ მთავარი ამოცანაა, რამე შეცდომა არ დავუშვათ და რუსეთმა ახალ პროვოკაციაში არ ჩაგვითრიოს. სულ ასე არ იქნება. საქართველო მშვიდობიანად განვითარდება, გახდება ევროპული სახელმწიფო და მერე დაუდგება სტატუსის განსაზღვრის ამოცანა. მანამდე საზოგადოებაში უნდა იყოს მსჯელობა ამ თემაზე და არა მთავრობაში. საზოგადოება მომწიფებული უნდა იყოს იმ დროისთვის, როცა დადგება საკითხი – როგორი მოწყობა გვინდა საქართველოში.

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...