მოწმეთა დაკითხვა მხოლოდ სასამართლოს მიერ ხელს არ აძლევს ხელისუფლებას, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნის პოლიტიკას ვერ თმობს

0
409

1 იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს ცვლილება მოწმეთა დაკითხვის შესახებ არსებულ წესში, რომლის თანახმად  მთლიანად უნდა გაუქმდეს საგამოძიებო ორგანოში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი და დაკითხვა  მოხდეს პირდაპირ სასამართლოს მიერ. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი   გაუაზრებელს უწოდებს ამ ცვლილებას და თვლის, რომ , სხვა ქვეყნის სისტემიდან ბრმად გადმოღებული ეს წესი სამართალდამცავ ორგანოებს ხელს შეუშლის დანაშაულთან ბრძოლაში, რამდენადაც ახალი წესის დასამკვიდრებლად არ არის მზად არც სასამართლო და არც სამართალდამცავი ორგანოები.

იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა   ინიციატივა, რომლი მიხედვით, მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო განხილვების დაწყებამდე, სამართალდამცავი ორგანოს მიერ უნდა მოხდეს მოწმის დაკითხვა მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით. 

იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწმეთა დაკითხვის შესახებ კანონპროექტსს  30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებს. მათი შეფასებით, კანონპროექტის არსებული ფორმით დამტკიცება მომავალში ბევრ სამართლებრივ და პროცედურულ პრობლემას წარმოქმნის.

"ეს მოდელი ვერ უზრუნველყოფს ვერც მხარეთა თანასწორობას და ვფიქრობთ, ვერ შექმნის რეალურ საფუძველს მოწმეთა ნებაყოფლობითი დაკითხვისთვის. ჩვენ ვიცით, რომ დღეს მთავარი პრობლემა არის, რომ მოწმე სერიოზული ზეწოლის ობიექტია ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის სამართალწარმოების დროს. ასევე მეორე პრობლემა მხარეთა უთანასწორობაა სისხლის სამართლის პროცესში. ამიტომ, ორივე პრობლემას სჭირდება გამოსწორება,“ – განმარტავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული.

„ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც განაცხადა, რომ ან შევა ასეთი ტიპის ცვლილებები, ან ისევ გადავადდება ახალი წესი მოწმის დაკითხვის თაობაზე.საბოლოო ჯამში დაგვრჩება ისევ 98 წლის კანონმდებლობა. ჩვენ დავდექით ასეთი არჩევანის წინაშე – ცუდი და უარესი. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მიუღებელია ის ცვლილებები, რაც წარდგენილია პარლამენტში,“ – აცხადებს ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის'' აღმასრულებელი დირექტორინინო ელბაქიძე.

ოპონენტების დევნის გაგრძელების მცდელობად აფასებენ იუსტიციის მინისტრის ამ ინიციატივას ნაციონალურ მოძრაობაში.

"მისი მთავარი მიზანია პოლიტიკური ოპონენტების და ყოფილი საჯარო მოხელეების მიმართ პოლიტიკური დევნა, შერჩევითი მართლმსაჯულება და ეს მოწმეებზე ზეწოლის, შანტაჟს, დაშინების, მათ შორის, გატაცების ფაქტების გამოყენებით და არარეალური საქმეების გამოძიებით," – აცხადებს აკაკი მინაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის წევრის განმარტებით, ამიტომაც არის, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინააღმდეგია იმ მნიშვნელოვანი ახალი წესის, რომელიც დაიცავდა მოწმეების და არა მარტო მათ უფლებებს, როდესაც მოხდებოდა მათი დაკითხვა სასამართლოს წინაშე.

 

წინა სტატიაირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მონაწილეობს
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა ზაქარეიშვილს საქართველოს სუვერენიტეტის დელეგიტიმაციის მცდელობაში ამხელს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური