მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მონაწილეობს

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მონაწილეობს

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში იმყოფება, იგი 147  ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის   შეერთებული შტატების, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთად  მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში (COP21) , რომელზედაც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების მიღება იგეგმება თუმცა,  მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ კონფერენციის თემა პოლიტიკურმა დღის წესრიგმა გადაფაროს.

კონფერენცია   რამდენიმე საათში  გაიხსნება. ამ დროისათვის კი  მონაწილე ქვეყნების ლიდერები "ლე ბურჟეს" საგამოფენო ცენტრში იკრიბებიან. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,  კონფერენციის დღის წესრიგში ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაც არის დაგეგმილი.  იგი უკვე მივიდა ,, ლე ბურჟეში''.  საქართველოს პრეზიდენტს  მიესალმნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრი, COP21-ის თავმჯდომარე ლორან ფაბიუსი  – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.  

 

 

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...