,,ერისიონი” და კირილე პაჭკორია

0
478

 "ერისიონმა" 130 წლის  თბილისში, საქართველოს რეგიონებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარებული კონცერტებით აღნიშნა, მათ შორის კრემლშიც, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტი მოწოდებით ,,ნუ უცეკვებ ოკუპანტს!"

ანსამბლის ა ჯემალ ჭკუასელს   ,,ერისიონიდან"  წასვლაში დღეს მაშინ ნაჭამმა სირცხვილმა უბიძგა და არამხოლოდ ხანდაზმულობამ და ჯანმრთელობის გაუარესებამ, თუმცა წასვლის წინ მან კიდევ ერთი არანაკლებ საჩოთირო  კითხვის ნიშანი დატოვა.არის თუ არა ,,ერისიონი'' 130 წლის და რამდენად არის  ჯემალ ჭკუასელის ,,ერისიონი''  ლადო აღნიაშვილისა და კირილე პაჭკორიას ანსამბლების მემკვიდრე 

ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი   "ერისიონის" იუბილეს სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ასე გამოეხმაურა:
"მისაუბრია მრავალ ადამიანთან ვინც იცის ამ ანსამბლის ისტორია და ყველა მეთანხმება. ემოცია თუმცა ჯერჯერობით ჩემს გარდა ხმას არავინ არ იღებს. დიდი ხანია ვამბობ რომ ჯემალ ჭკუასელი აყალბებს ანსამბლის ისტორიას, მაგრამ მე როგორც დილეტანტს (ეს მათი შეხედულებით) არავინ მისმენს. წელს ანსამბლს შეუსრულდა 79 წელი… თუ ვინმე დოკუმენტალურად დამისაბუთებს, რომ ვცდები, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს.

მათი ლოგიკა ასეთია, რომ ისინი თავს თვლიან ლადო აღნიაშვილის გუნდის (პირველი ქართული ქორო) შთამომავლებად რომელიც 1885 წელს შეიქმნა და თუ არ ვცდები 2 წელი ფუნქციონირებდა. შემდეგ კი დაიშალა (აქვე აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი არ იყო ფოლკლორული და მის ხელმძღვანელად აღნიაშვილმა მოიწვია ჩეხი კომპოზიტორი და დირიჟორი იოსებ რატილი). ლადო აღნიაშვილის გუნდსა და "ერისიონს" შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. (თუ ვინმე შეეცდება დამისაბუთოს, რომ ვცდები, მადლობელი ვიქნები). ამ ლოგიკით დღეს საქართველოში მოქმედი ყველა ანსამბლი შესაძლებელია თავს თვლიდეს ლადო აღნიაშვილის გუნდის შთამომვალად და წელს ყველამ გადაიხადოს 130 წლის იუბილე.
რაც შეეხება "ერისიონს". 1936 წელს მოსკოვში დეკადაზე გამგზავრების წინ შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდები. აღმოსავლეთ საქართველოს გუნდს ხელმძღვანელობდა სანდრო კავსაძე ხოლო დასავლეთ საქართველოს გუნდს კირილე პაჭკორია. 1937 წელს დეკადაზე გამგზავრების შემდეგ ეს ორი გუნდი გაერთიანდა და მის ხელმძღვანელად დაინიშნა კირილე პაჭკორია. დაინტერესების შემთხვევაში არქივებში არსებობს დოკუმენტაცია. მათ შორის 1937 წელს გამოცემული ბრძანება ანსამბლის დაარსების შესახებ''. 

წინა სტატია,,სიყალბისა და ფარსის მონაწილე” თეა წულუკიანი ,,წუხს”, რომ ირაკლი ალასანიას ,,სისულელეში გვერდში არ დაუდგა”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაში მონაწილეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური