მთავარისიახლეებისაზოგადოებადისკუსია დევნილთა პრობლემებზე და გამოწვევებზე

დისკუსია დევნილთა პრობლემებზე და გამოწვევებზე

Published on

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ მოწყობილი პანელური დისკუსია, რომელიც ზუგდიდში, სასტუმრო ,,იბერია პალასის'' საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. დისკუსიის თემა იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი  გამოწვევები და მათი ჩართულობის ხარისხი ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებაში – 2015 წლის შეჯამება.

დისკუსია შეეხო სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებიული პირთა უმწვავეს პრობლემებსა სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში,   კერძოდ, განსახლებასთან დაკავშირებული პრობლემებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე წვდომას, საცხოვრებელი პირობებს, უმუშევრობის მაღალ დონეს, საკომუნიკაციო ხარვეზებს და ინფორმაციის არასაკმარის  ხელმისაწვდომობას  განათლების, განსახლების და ჯანდაცვის არსებული პრორამების შესახებ აინფორმაცია ამ პრგორამების შესახებ.  

პანელურ  დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს  სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, რეგიონული მედიის,  ფართო საზოგადოების წარმომადგენლებმა. 

 

ღონისძიება არის ნაწილი  ინიციატივისა „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის – ცვლილებათა ხმა“, რომელიც ხორციელდება  გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით პროექტის „ქალები თანასწორობისთვის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში .

 

 

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...