მთავარისიახლეებისაზოგადოებადიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

Published on

დიდთოვლობის გამო კვლავ შეზღუდვებია  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე –   კმ147-კმ188 (მულახი-უშგული) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.- ინფორმაციას ამის შესახებ  საავტომობილო გზების დეპარტამენტი  ავრცელებს.

შეზღუდულია მოძრაობა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის  კმ80-კმ136 (მლეთა-დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, ლიპყინულის გამო დასაშვებია  მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობა დასაშვებია დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვისაც . ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

სიახლეები

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...