მთავარისიახლეებისაზოგადოებასპეცოპერაცია: ნასაკირალში ტერორისტებს ეძებენ

სპეცოპერაცია: ნასაკირალში ტერორისტებს ეძებენ

Published on

 წუხელ ოზურგეთის რაიონის დაბა ნასაკირალში სპეცოპერაცია ჩატარდა.   დაჯგუფება ისლამურ სახელმიწფოსთან შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის ჯამბულ აბდულაევი.

ვრცელდება  ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ISIS-ის დროშა, ხელმყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ჯამბულ აბდულაევის კავშირს ისლამურ სახელმიწფოსთან კატეგორიულად უარყოფენ მისი ოჯახის წევრები. ისინი ყვებიან სპეცოპერაციის დეტალებს: 

"ლიმონკა, დროშა შენიაო, ამ რუქაზე აღნიშნულია ადგილებიო, ტერორისტებთან გაქვს კავშირიო და წაიყვანეს,"- აცხადებს დაკავებულის დედა მარინა ვანაძე. 

"გვეძინა ჩვენ. კარები გატეხეს, ვითომ იარაღი ნახეს. ვლოცულობ მე რა ვქნა მეტი. სახლში იყო, არ გადასულა არც თურქეთში, არც არსად. ჩემებთან მუშაობდა ჩაიში." იხსენებს დაკავებულის მამა ზეინაუ აბდულაევი.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...