მთავარისიახლეებისაზოგადოებამკვლელობა მარტვილში

მკვლელობა მარტვილში

Published on

გუშინ მარტვილის რაიონის სოფელ ნახუნაოში მკვლელობა მოხდა. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მკვლელობა ჩადენილია  ცეცხლსასროლი იარაღით, დაჭრილია აგრეთვე კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.    შსს-ში აცხადებენ, რომ დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები, დამნაშავის ვინაობა დადგენილია, ეს არის შუახნის მამაკაცი,რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ორ თანასოფლელს.  უწყებაში მომხდარის მოტივზე ოფიციალურად ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა თვითმხილველები აცხადებენ, რომ სავალალოდ დამთავრებული ეს ინცინდენტი ყოფით ნიადაგზე  მოხდა.

როგორც ისინი ყვებიან, მოკლული და დაჭრილი სახლის გადახურვაში ეხმარებოდნენ თანასოფლელს, შემდეგ ვახშამზე მეზობელ ოჯახში გადავიდნენ, სადაც მათსა და  სუფრის ერთერთ წევრს შორის შელაპარაკება მოხდა. მცირე ხანში  მდგომარეობა თითქოს განიმუხტა და სუფრაც აიშალა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ერთერთი განაწყენებული, რომელმაც სხვაზე ადრე დატოვა იქაურობა,  გზაში ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა თანასოფლელებს. 

მომხდარზე აღიძრა საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...