მთავარისიახლეებიეკონომიკანაციონალური მოძრაობის კამპანიამ ,,პენსია თუ პრემია?'' შედეგი გამოიღო: პენსია 2016 წლის ივლისიდან...

ნაციონალური მოძრაობის კამპანიამ ,,პენსია თუ პრემია?” შედეგი გამოიღო: პენსია 2016 წლის ივლისიდან 180 ლარამდე გაიზრდება

Published on

პენსია 2016 წლის ივლისიდან 180 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ განაცხადა დღეს მტავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ღარიბაშვილმა. 

"გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი. შევახსენებ ყველას, რომ 2012 წლიდან ჩვენ პენსიები გავზარდეთ დაახლოებით 64 პროცენტით. ეს არის 600 მილიონ ლარამდე მატება. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად საპენსიო რეფორმაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სიტემა და ჩვენ ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ სისტემაზე," – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პენსიების ზრდასთან დაკავშირებით სიახლეს ნაციონალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ. დავით ბაქრაძის თქმით, ეს არის მათი კამპანიის შედეგი.

„ერთი თვის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენ პენსიონერებთან ერთად დაიწყო კამპანია ქვეყანაში პენსიის 50 ლარიანი მატების შესახებ. დღეს ჩვენ ვიხილეთ ამ კამპანიის პირველი შედეგი, როდესაც ვაიძულეთ მთავრობა გაეთვალისწინებინა მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების ნაწილობრივი ზრდა. რატომ ვამბობ, ვაიძულეთ? იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობისგან გვესმოდა, რომ პენსიის ზრდა არის პოპულიზმი და ამის რესურსი არ არსებობს. იმიტომ, რომ ბიუჯეტი უკვე ორჯერ იყო შემოტანილი პარლამენტში და არცერთ პროექტში არ იყო არცერთი თეთრი პენსიების ზრდისთვის. 20 ლარით რომ იზრდება, პენსიები ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა აქტივობამ გამოიღო შედეგი“, – თქვა დავით ბაქარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის კამპანია პენსიების ზრდის შესახებ არ შეჩერდება, რადგან წინ არის უმძიმესი ზამთარი და არავინ იცის როგორ მოიმატებს ფასები მედიკამენტებსა და პროდუქტებზე, ან როგორ შეიცვლება ლარის კურსი დოლართან მიმართებაში.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...