მთავარისიახლეებისამართალიავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში

Published on

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს საღამოს ზუგდიდში, თავისუფლების (ყოფილი მახარაძის) ქუჩაზე, მე -6 საჯარო სკოლის წინ. არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი, ერთ-ერთი სადისტიბუციო კომპანიის კუთვნილი ფორდის ტიპის მიკროავტობუსი საპირისპირო მხარეს მომავალ ოპელის მარკის მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მიკროავტობუსში მყოფი ორი დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს, მას სახის მცირედი დაზიანებები აღენიშნებოდა. რაც შეეხება მიკროავტობუსში მყოფი პირების მდგომარეობას – ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის განცხადებით, მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის სახის ძვლის მოტეხილობები. ისინი მკურნალობის პროცესს ამ წუთებშიც გადიან. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია თუ არა საქმე და თუ მიმდინარეობს გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...