მთავარისიახლეებისაზოგადოება2016 წლის ივლისიდან პენსიები 180 ლარამდე გაიზრდება

2016 წლის ივლისიდან პენსიები 180 ლარამდე გაიზრდება

Published on

2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები 180 ლარი გახდება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 
მისივე თქმით, მთავრობამ თავიდანვე განაცხადა, რომ ბიუჯეტი იქნებოდა სოციალურად ორიენტირებული და მომავლი წლის ბიუჯეტიც ასეთი იქნება. 
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიებისა და პედაგოგების საბაზო ხელფასებისთვის, ასევე მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაზე და სხვა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, "გუნდმა გადაწყვეტა, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები გახდეს 180 ლარი".
"2012 წლიდან ჩვენ პენსიები გავზარდეთ დაახლოებით 64%-ით. ეს არის 600 მილიონ ლარამდე, თუ შევადარებთ 2012 წლის ბიუჯეტს ამ მიმართულებით", – განაცხადა ღარიბაშვილმა. 
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და ეტაპობრივად გადავიდეთ ახალ სისტემაზე. 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...