მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკრებულოს სხდომაზე ილია ჭავჭავაძის ძეგლის გარშემო შექმნილი სიტუაცის განხილვას ხმაური და დაპირისპირება...

საკრებულოს სხდომაზე ილია ჭავჭავაძის ძეგლის გარშემო შექმნილი სიტუაცის განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოყვა

Published on

 

სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციას ზუგდიდის ილია ჭავჭავაძის სახელობის სკვერიდან ილიას ძეგლის შესაძლო გადატანისა და ტერიტორიის აუქციონზე გაყიდვის შესახებ ფართო რეზონანსი მოყვა.  

ინფორმაციის თანახმად ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართა 19 ნოემბერს,  მერიის არქიტექტურის სამსახურში , თუმცა ეს მერიის  საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაია ღუბელაძემ კატეგორიულად უარყო. 

 

ვინაიდან ეს უარყოფა სარწმუნო არ აღმოჩნდა მოქალაქეებისათვის,  დეპუტატ თენგიზ ხარჩილავას ( „ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიცია“) მოთხოვნით მოწვეულ იქნა  საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო რამდენად შეესაბამება სიმართლეს ცნობები ილიას ძეგლის გადატანისა და ტერიტორიის შესაძლო გაყიდვის შესახებ. სხდომაზე მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ეკატერინე თოდუამ განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერიას გადაწყვეტილი აქვს ბიუსტის გადატანა და მიწის გასხვისება „მტკნარი სიცრუეა“ და მიზანმიმართულპად ვრცელდება საკრებულოს ოპოზიციური ფრთის მიერ, თუმცა არ უარყო, რომ მსგავსი აზრი შეიძლება გაჟღერდა კიდეც, რადგან მერიაში ქალაქის იერსახესთან დაკავშირებით ხშირად იმართება შეხვედრები, სადაც „საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს“.

 

მერიის თანამშრომლის ამ განცხადებაში  საკრებულოს წევრმა ანი წითლიძემ ფაქტის მიჩქმალვის მცდელობაში  დაადანაშაულა ეკა თოდუა, და როცა ამან მისი გაღიზიანება გამოიწვია, დასამშვიდებლად მედიკამენტების მიღება ურჩია.   მოგვიანებით კამათში ჩაერთო ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე „რესპუბლიკური პარტიიდან“ თენგიზ ქოჩუა ც და თავის მხრივ არაკორექტულობაში დადანაშაულა ანი წითლიძე. 

საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების მიუხედავად ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ მას ეთიკის კოდექსი არ დაურღევია და ხშირად კამათის პროვოცირებას თენგიზ ქოჩუა ახდენს, რისთისაც მან ეთიკის კომისიას მიმართა კიდევაც.

 

ამის შემდეგ საკრებულოს სხდომა ეთიკური ნორმების გარჩევას გადაყვა და ძირითადი  საკითხი ამ კამატში ჩაიკარგა, შედეგად, სხდომა ტრადიციული კრებისა არ იყოს, ,,მხიარული დარჩა'', ანუ  ვერ გაფანტა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვი, რომ ილიას სკვერის მიმართ მავანთ არაჯანსაღი ინტერესები აქვთ.  ,,რაკი საქმეში მძიმე არტილერია ( იგულისხმება დეპუტატი ანი წითლიძე ) ჩაერთო, ილიას ძეგლის გადატანა უჩუმრად ვეღარ მოხდება, ჩვენც აქა ვართ, ვინც ილიას ხელს ახლებს, ცხვირ–პირზე ასაფარებელი აეფარება და თავში ჩაეფარება კიდეც'' – ასეთი აღმოჩნდა პირველი რეაქცია სოციალურ  ქსელში საკრებულოს ხმაურიანი სხდომის შემდეგ.  

 

 

 

 

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...