მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ირაკლი შოთაძეს უმწვავეს შეკითხვებს უსვამენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ირაკლი შოთაძეს უმწვავეს შეკითხვებს უსვამენ

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მთავარი პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მრავალ სახვა კითხვასთან ერთად ბარბარე რაფალიანცის  საქმესთან დაკავშირებული კითხვებიც დაუსვეს. 

"თქვენ ორი ასეთი სპეცოპერაცია დადგით: პირველი ციხის კადრები, მეორე ეს ბავშვის საზარელი მკვლელობა იმიტომ, რომ არჩევნებში გაგემარჯვათ. ვერ დადგინდა სიმართლე, ვერ იძიებთ ამ საქმეს. თავისთავად ეს არის არაკვალიფიცირებული პასუხი და აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილის ქართული ოცნების ორგანიზებით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და არ გინდათ, რომ სიმართლე დადგინდეს,"- განაცხადა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა. 

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა კი აღნიშნა, რომ მას რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან  შეხება არ მქონია და შესაბამისად. საქმეს არ იცობს, მაგრამ თუ  მთავარი პროკურორი გახდება, ყველაფერს გააკეთებს  ამ საქმის  გახსნისთვის. 

"ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელიც გამოძიებული უნდა იქნეს და საბოლოოდ უნდა გაეცეს კითხვებს პასუხი ვინ ჩაიდინა ეს საზარელი ქმედება. მე  მე თუ ამირჩევენ მთავარ პროკურორად მთელ ძალისხმევას მივმართავს იმისკენ, რომ ეს საქმე გაიხსნას,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

 

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...