მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის რაიონულ გამგეობებში 2016 წლიდან ხელფასების ზრდა იგეგმება

თბილისის რაიონულ გამგეობებში 2016 წლიდან ხელფასების ზრდა იგეგმება

Published on

თბილისის მერიის რაიონალურ გამგეობებში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად ხელფასები იზრდება. ამის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ორგანიზაცია მედიატორი ავრცელებს. 

„იმ ფონზე, როდესაც ქალაქში სოციალური მიმართულებებით თანხა არ არის და მოქალაქეებს უარით აბრუნებს გამგეობები და მერია, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტით, ეს ადამიანები ითხოვენ ხელფასების გაზრდას. გვინდა ვთხოვოთ ნარმანიას, რომ წარადგინოს სწორი ბიუჯეტი საკრებულოში,"- აცხადებს მედიატორის წევრი  გივი კუბლაშვილი. 

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებებს იზიარებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და თბილისის მთავრობას აკრიტიკებენ

"იმის ნაცვლად, რომ დავით ნარმანიას ხელფასები გაეზარდა მძღოლებისთვის, მემანქანეებისთვის, დასუფთავების თანამშრომლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ქალაქში მართლა საქმეს აკეთებს, მათ თვითონ გაიზარდეს ხელფასები, პრემიები და დანამატები და ეს მიუთითებს, რომ მათი საზრუნავი არის საკუთარი კეთილდღეობა და საკუთარი ჯიბე," – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ. 

ხელფასების და დანამატების ზრდის წინააღმდგია ქართული ოცნების წევრი საკრებულოში რიმა ბერიძე. ის ამბობს, რომ თუ მსგავსი ჩანაწერი თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში არსებობს ის აღარ იქნება. 

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...