მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ზღვარზე?

რუსეთი და თურქეთი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ზღვარზე?

Published on

თურქეთის მოიერიშეებმა თურქეთ-სირიის საზღვართან, სირიის პროვინცია  ლათაკიის მახლობლად  რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ 24  ჩამოაგდეს. თურქეთის მხარე აცხადებს, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა მას შემდეგ, რაც მან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და გაფრთხილებაზე რეაგირება არ მოახდინა. .ზოგიერთი ცნობით,  პილოტებმა კატაპულტირება და გადარჩენა მოახერხეს, სხვა წყაროების თანახმად  კი,  ერთი მათგანი დაიღუპა, ხოლო მეორე ტყვედ იქნა აყვანილი სირიელი მებრძოლების მიერ.  თურქეთის   პრემიერ მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ სირიასთან განვითარებული ამ და სხვა წინამორბედი  მოვლენების გამო ნატოსა და გაეროსთან საგანგებო კონსულტაციები მოითხოვა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოიერიშის ჩამოგდების ფაქტს ადასტურებს, თუმცა უარყოფს, რომ მან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.– ამის სესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა  გააკეთა. 

პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა თურქეთში საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის შესაძლო გაუქმების შესახებ. 

რუსეთის სათათბიროს დეპუტატების ნაწილი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებენ გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა თურქეთთან, გამოიწვიოს ელჩი თურქეთიდან და შეწყდეს ფრენები ამ ქვეყნის მიმართულებით. ამის შესახებ გაზეთი ,,იზვესტია'' წერს.

გამოცემის ცნობით, რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო რუსეთის პრეზიდენტს თურქეთთან პროტესტის ნიშნად დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა კომუნისტური პარტიის წევრებმა მოსთხოვეს და წერილის ასლი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს გაუგზავნეს.

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...