მთავარისიახლეებიკონფლიქტებიბელგიაში ტერორიზმის ყველაზე მაღალი დონე შუადღემდე რჩება ძალაში

ბელგიაში ტერორიზმის ყველაზე მაღალი დონე შუადღემდე რჩება ძალაში

Published on

ბელგიაში სპეც ოპერაციის შედეგად ბოლო მონაცემებით, ტერორიზმთან შესაძლო კავშირში მყოფი 16 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არ არის პარიზის ტერაქტების შემსრულებელი სალაჰ აბდესლამი. ბელგიური მედია წერს, რომ ის სპეც რაზმმა გერმანიისკენ მიმავალ ავტო მაგისტრალზე შენიშნა, თუმცა მისი კვალი დაეკარგათ.

ქვეყანაში ტერორიზმის მეოთხე, ყველაზე მაღალი დონე დღეს შუადღემდე რჩება ძალაში. ამის შესახებ ბელგიის პრემიერმა საგანგებო პრეს კონფერენციაზე განაცხადა. ბრიუსელში ინციდენტიც მოხდა. პოლიციის მითითებას მანქანის გაჩერების თაობაზე ერთ-ერთი მძღოლი არ დაემორჩილა, რის გამოც მისი მისამართით ცეცხლი გახსნეს. მამაკაცი დაკავებულია, თუმცა მისი კავშირი ტერორიზმთან არ დასტურდება.

სპეც ოპერაციის მსვლელობის დროს ასევე ჟურნალისტებს ჰქონდათ მითითება, რომ თავი შეეკავებინათ Twitter-ის და სხვა სოციალური ქსელების საშუალებით ინფორმაციის ან ფოტო მასალის გავრცელებისგან.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...