მთავარისიახლეებითვალსაზრისიცოტნე გამსახურდია: ბოლო ხანს აშკარაა რიგი პრორუსული ფიგურების გააქტიურება სამეგრელოსთან, ამ მრავალტანჯულ...

ცოტნე გამსახურდია: ბოლო ხანს აშკარაა რიგი პრორუსული ფიგურების გააქტიურება სამეგრელოსთან, ამ მრავალტანჯულ კუთხესთან დაკავშირებით სხვადასხვა კონტექსტში

Published on

 

ცოტნე გამსახურდია მიიჩნევს, რომ რეგიონალური კულტურა უნდა ვითარდებოდეს. ამის შესახებ გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამეგრელოსა და საქართველოს რომელიმე სხვა კუთხის პოლიტიკურ ჭრილში მოხსენიება დიდი საფრთხეების მატარებელია.  

 

ბოლო ხანს აშკარაა რიგი პრორუსული ფიგურების გააქტიურება ამ მრავალტანჯულ კუთხესთან დაკავშირებით სხვადასხვა კონტექსტში და ძნელი 

მისახვედრი  არ  უნდა  იყოს  იმ  გეგმების  გაცოცხლება,  რაც  ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მუშავდებოდა ჩეკაში.

 

მე პირადად სრულებით არ გახლავართ ულტრაკონსერვატორი ამ საკითხშიისევე როგორც სხვებშიმოგეხსენებათ… მიმაჩნიარომ მეგრული ენა უნდა 

სწავლებოდესვითარდებოდესაქ დაუშვებელია რაიმე შეზღუდვა და ეს 

მხოლოდ ნეგატიურ ეფექტს გამოიღებს

უნდა ვითარდებოდეს რეგიონული კულტურაისტორიკოსები და საზოგადოებრივ მეცნიერებათა წარმომადგენლები უნდა იძიებდენ 

დედასაქართველოსთან სამეგრელოს პოლიტიკურ და კულტურულ 

კავშირებს… 

იმედიაპირველად არ გესმითრომ ისტორია პირველ რიგში პოლიტიკური 

მეცნიერებაახოლო ეროვნება – პოლიტიკური შეგნების,  და არა – სისხლისმიერი ნათესაობის ფენომენი.

 

თუმც არის ერთი "მაგრამ":  ადამიანირომელიც "მეგრელობას", "მეგრელ ხალხს", "მეგრულ მიწასპოლიტიკურ დისკურსში ახსენებს და 

გაუკეთებს აქცენტირებასჩათვალეთ, რომ მას ბომბი მოაქვს თქვენს 

სახლში

არც ის დაგავიწყდეთრომ საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებითსამეგრელოს გააჩნია მთელი რიგი ნიშნები – ენატერიტორიაზღვაზე 

გასასვლელისაზღვარი არცთუ კეთილგანწყობილ უცხო ქვეყანასთან და ამ 

ქვეყნის სპეცსამსახურების საუკუნოვანი ინტერესი დაგამოცდილება 

მეგრულ  სეპარატიზმზე მუშაობისა! აიამით განსხვავდება ლაპარაკი სამეგრელოზე იმავ კახეთზე თუ იმერეთზე ან გურიაზე ლაპარაკისგან… ვინც უნდა იყოს ეს მოლაპარაკე – გაბედავაბურჭულაძეჭაჭია თუ  ჭ…ა." წერს გამსახურდია. 

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...