რას უპირებენ ილია ჭავჭავაძის ძეგლს ? – ვნებათაღელვა სოციალურ ქსელში

0
422

სოციალურ ქსელში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის  არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ძეგლის სხვა ადგილზე გადატანისა და სკვერის გასხვისების  საკითხი ,,ქალაქის იერსახეზე  ზრუნვის მიზეზით''.

როგორც სოციალურ ქსელში გუშინ განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ,,მერიამ განიხილა საკითხი პარკის გაუქმებისა და ამ ტერიტრორიაზე რაღაც შენობის აგების საკითხი. არის ვარაუდი, რომ ტერიტორია უკვე გაყიდულია. '' 

ამ ინფორმაციას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა მიუხედავად ამისა მერია დუმს და  არც ადასტურებს, არც უარყოფს მის ნამდვილობას, თუ არ ჩავთვლით მერიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის  მაია გუბელაძის ლაკონურ გამოხმაურებას სოციალურ ქსელშივე,  რომელშიც იგი ამბობს, რომ ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება.

ეს  არაოფიციალური  მინაწერი რატქმ უნდა არ გამოდგა აკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოებაში წარმოქმნილი ეჭვები გაფანტოს. 

,,არ ვიცი ეს შეეფერება თუ არა სინამდვილეს. შეიძლება ჭორია. ასეც ხდება ხშირად. 

თუ ეს სიმართლეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ყველაფერი ფულზე იყიდება. ვინც ეს იფიქრა, პირადად მე დაგიმტკიცებთ, რომ ეს ასე არ არის. დარმწუნებული იყავით, რომ ქალაქის დიდი ნაწილი დაგიპირისპირდებათ. გპირდებით, რომ არაფრით, არაფრის ფასად არ გაგაყიდინებთ ამ ადგილს. ეს არის ჩემი ქალაქის ისტორიის ნაწილი, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი სულის და ყოფის ნაწილი. მოგმართავთ ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ქალაქია და თითოეულ ჩვენგანს აქვს ვალი მის წინაშე'' წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აღშფოთებული მოქალაქე.

მაია გუბელაძის განცხადების საფუძვლიანობაში დაეჭვების საფუძველს აძლიერებს  საკრებულოს დეპუტატის ანი წითლიძის პოსტი,  რომელშიც იგი  აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით  ამ საკითხზე მსჯელობა მერიის არქიტექტურის სამსახურში ნამდვილად იყო . ,, გადავამოწმე პირადად. შეხვედრა ამ საკითხზე მერიის არქიტექტურის სამსახურში იყო. შეხვედრის დეტალებიც ჩემთვის ცნობილია პირებისგან, ვინც ესწრებოდნენ შეხვედრას. შეგნებულად არ დავასახელებ პიროვნებებს. გამოვიდნენ და თქვან, რა ხდება.'' – წერს ანი წითლიძე და დასძენს, რომ მერია ვერ გაყიდის სკვერს, თუ ამის დასტური საკრებულოსგან, ეკონომიკის კომისიისგან  არ მიიღო, საკრებულოში კი მერიის ამგვარი მოთხოვნა არ შემოსულა. ,,მერია ვერ გაყიდის, თუ საკრებულოში არ შემოიტანა. ის კომისია უნდა გაიაროს, სადაც მე ვარ. დღეს შაბათია და რამ გააგიჟათ:  განხილვა დასვენების დღეს ?!''

ცნობისათვის: ილია ჭავჭავაძის სკვერი არის ისტორიული ადგილი, სადაც 1998 – 1990 წლებში  იმართებოდა განახლებული ეროვნული მოძრაობის აქციები, საიდანაც დაიწყო ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა სამეგრელოში, თავად ილიასადმი ზუგდიდელთა დამოკიდებულებაზე რომ არაფერი ვთქვათ.  

 

 

წინა სტატიაპასუხი საყდრისის განადგურებაზე – კულტურის მინისტრს ლექცია ჩაუშალეს
შემდეგი სტატიასუს-ის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილის მამხილებელი კადრები “იუთუბიზე”?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური