მთავარისიახლეებისაზოგადოებაპასუხი საყდრისის განადგურებაზე - კულტურის მინისტრს ლექცია ჩაუშალეს

პასუხი საყდრისის განადგურებაზე – კულტურის მინისტრს ლექცია ჩაუშალეს

Published on

კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. მათ ლექციაზე გაშალეს ბანერები და მინისტრს წაუყენეს მოთხოვნა ესაუბრა საყდრისი-ყაჩაღიანზე და განუცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო ლექციას ჩაშლიდნენ.

"ამჟამინდელ მინისტრს ნამდვილად არ აქვს მორალური უფლება ილაპარაკოს ქართულ კულტურაზე, მას შემდეგ რაც მან ხელი მოაწერა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – საყდრისის აფეთქებას. ჩვენ ამაოდ ვცდილობდით რამდენიმე ადგილას შევხვედროდით მას, თუმცა ის ყოველთვის გაგვირბის ხოლმე. ამიტომ ვისარგებლეთ შემთხვევით, მოვედით აქ და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ პროტესტი საყდრისის აფეთქების მიმართ" – განაცხადა კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ.

მიხეილ გიორგაძის თქმით კი, ლექციის ფორმატი შეიცვალა დამსწრე საზოგადოების ინტერესის მიხედვით და პრაქტიკულად, მთელი შეხვედრა საყდრისი-ყაჩაღიანის თემაზე საუბარს მიეძღვნა. 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...