მთავარისიახლეებირეგიონები,,ხელფასები ორჯერ გაქვთ გაზრდილი და რა გეპრემიებათ? '' - საკრებულოს წევრი ზუგდიდის...

,,ხელფასები ორჯერ გაქვთ გაზრდილი და რა გეპრემიებათ? ” – საკრებულოს წევრი ზუგდიდის მერიაში გაცემული პრემიების ჩამონათვალს ასაჯაროებს

Published on

ზუგდიდის საკრებულოს წევრი, „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანი წითლიძე სოციალური ქსელში ზუგდიდის მერიაში სამი თვის განმავლობაში გაცემული პრემიების ჩამონათვალს ასაჯაროებს:

ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია – 8250 ლარი

ზუგდიდის ვიცე მერი გია გულორდავა – 7500 ლარი
ზუგდიდის მერის მოადგილე კობა ჯიქია – 7200 ლარი
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იდა ქვარაია – 6250 ლარი
საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მურთაზ ბოკუჩავა 4000 ლარი
ეკონომიკის სამსახურის უფროსი ჯიმშერ შეროზია – 6000 ლარი
შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გიორგი ჟვანია – 6000 ლარი
კულტურის, განათლების და ა.შ. სამსახურის უფროსი ზამირა ღადუა – 6250 ლარი
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის უფროსი თამარ სოსელია – 6250 ლარი
არქიტექტურის სამსახური ეკატერინე თოდუა 6250 ლარი
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია 6000 ლარი
სამხედრო აღრიცხვის და გავწვევის სამსახურის უფროსი ოთარ შამუგია – 6000 ლარი

სულ მხოლოდ სამსახურის უფროსებზე გაცემული პრემიები სამ თვეში 75 950 ლარი.

2015 წლის იანვარი -87 300 ლარი.
2015 წლის მარტი – 9 250 ლარი.
2015 წლის აპრილი – 102 700 ლარი.
2015 წლის აგვისტო – 115 940 ლარი.

სულ სამ თვეში 315 190 ლარი (სამასთხხუთხმეტი ათას ას ოთხმოცდაათი ლარი)

,,ეს მხოლოდ მერია, საკრებულოს და აიპიების გარეშე. და მაშინ, როდესაც წინა მერია საკრებულოსგან განსხვავებით ხელფასები ორჯერაა გაზრდილი. ვიმეორებ, ხელფასები ო რ ჯ ე რ გაზრდილი გაქვთ და რა გეპრემიებათ?!სასწაულები ხართ რა!'' – წერს ანი წითლიძე

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...