მთავარისიახლეებიმსოფლიობარაქ ობამა: დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფო'' განადგურდება

ბარაქ ობამა: დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფო” განადგურდება

Published on

რეიტერსის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირობას დებს, რომ დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფო''განადგურდება.   განცხადება ამის შესახებ  მან დღეს მალაიზიაში, კუალა ლუმპურში სმხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფოს'' განადგურება უბრალოდ რეალისტური მიზანი კი არა არის, ჩვენ ამის გაკეთებას დაჩქარებულად ვგეგმავთ''.- განაცხადა მან. 

ობამამ რუსეთსაც მოუწოდა, შეცვალოს თავისი  სტრატეგია და ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭიროს ასადს და სირიის ოპოზიციური ძალების პოზიციებს მიაყენოს ავიადარტყმები, კონცენტრირება მოახდინოს სწორედ რადიკალი ისლამისტების, კერძოდ ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებისა და თავად რუსეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ აკრძალული ორგანიზაციის ..ჯებჰატ ან – ნუსრას"  წინააღმდეგ ბრძოლაზე . 

ობამამ აღნიშნა, რომ  კრემლმა უარი თქვა დაეხმაროს თანამეგობრობას სირიის ამჟამინდელი მეთაურის ბაშარ ასადის შეჩერებაში ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის მიზნით. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ მომენტში მნიშვნელოვანია მთელი ყურადღება გამახვილდეს რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაზე და არა ასადის ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭრაძე, რასაც რუსეთი აკეთებს.  

 

 

 

 

სიახლეები

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...