მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის მერის იმპიჩმენტზე ლაპარაკი ჯერჯერობით მხოლოდ კულუარებში მიდის

თბილისის მერის იმპიჩმენტზე ლაპარაკი ჯერჯერობით მხოლოდ კულუარებში მიდის

Published on

თბილისის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. უკვე გაცემულია პასუხი კითხვაზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში  მერის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხი – იმპიჩმენტზე ამ ეტაპზე ლაპარაკი არ არის.

როგორც ცნობილია, გუშინ იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ და  საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერს გუშინ როგორც ბიუჯეტის პროექტი, ისე რიტორიკაც დაუწუნეს და მისი მხრიდან ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გაემიჯნენ. ამასთან თედო კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ თუ საკრებულო არ მიიღებს ბიუჯეტს, რომლის მიმართ  დეპუტატებს ბევრი შენიშვნა აქვთ, ავტომატურად დადგება მერის გადადგომის საკითხი. კობახიძის პასუხად ორი დღეა უმრავლესობა უარყოფს ამ ვარაუდსა და შესაძლებლობას, თუმცა თავადაც აკრიტიკებს განსახილველად წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს. 

აღსანიშნავია, რომ  დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის ბიუჯეტის პროექტს უმრავლესობაც აკრიტიკებს  ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტის პროექტის კრიტიკა მერის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად გამოიგონა, რაც მათი აზრით, შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან. ისინი   დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდი  ახმოვანებს ყოფილი პრემიერის სურვილს, რომელიც მათივე ინფორმაციით, დავით ნარმანიას მუშაობით უკმაყოფილოა და მის გადადგომას ითხოვს. 

დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ საკრებულო მხარს დაუჭერს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს და გამორიცხავს მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას.

„რაც შეეხება ბიუჯეტის შესაძლო დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ცალკეულ წიაღსვლებს იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ვფიქრობ ამას რეალობასთან რაიმე კავშირი არ აქვს. ეს იყოს მხოლოდ პროცედურის განმარტება იურიდიული კომისიის მხრიდან და სხვა არაფერი,“ – განმარტავს დავით ნარმანია. 

სიახლეები

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...