მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭიათურის მაღაროში აფეთქება მოხდა

ჭიათურის მაღაროში აფეთქება მოხდა

Published on

ჭიათურაში, პერევისის 25 – ე მაღაროში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად  მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი – ცვლის უფროსი და ამფეთქებელი.  ორივეს სხეულის დამწვრობა აღენიშნება და დაზიანებული აქვთ მხედველობა. დაშავებულები თბილისში გადიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემქურება. 

კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის''ინფორმაციით,   შემთხვევა ტექნიკური სამუშაოების შესრულების დროს მოხდა.

ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა ამ მაღაროში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რის გამოც კომპანიასთან პრეტენზიები აქვს გაერთიანებულ პროფკავშირებს. მათი თქმით, სათანადოდ არ არის დაცული უსფრთხოების ნორმები.

  შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ინციდენტის  გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით.

 

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...