მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხელ ხორავას გამოფენა ეროვნულ ბიბილიოთეკაში

მიხელ ხორავას გამოფენა ეროვნულ ბიბილიოთეკაში

Published on

გუშინ საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში  მხატვარ მიხეილ ხორავას ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრების რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა  24 ნოემბრამდე გასტანს . როგორც გამოფენის რელიზშია ნათქვამი, დიდი ხელოვანის ნამუშევრები, მხატვრის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ პირველად გამოიფინება და მისი დათვალიერების საშუალება საზოგადოებას ერთი კვირის განმავლობაში ექნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი ადრეული და ბოლო პერიოდის ნამუშევრები -50–მდე ფერწერული ტილო და 30 –მდე კერამიკული, ხის, მეტალის სკულპტურები და ინსტალაციები. ექსპერიმენტული, ექსპრესიული და ემოციურად დატვირთული ნამუშევრები იმ ტრანსპორმაციის ანარეკლებია, რომელსაც მიხეილ ხორავას შემოქმედება დროთა განმავლობაში განიცდიდა.

სურათების გარკვეული ნაწილი 90–იანი წლებში შექმნილი ნამუშევრებია. სწორედ ამ წლებში შესრულებული ნახატებით გახდა ის ერთგვარი აღმოჩენა ფართო საზოგადოებისათვის. მრავალხმრივი და ექსპრესიული ხელწერა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა მნახველზე. მისი ხატვის სისტემა გარკვეულ წესებს ემორჩილება.

ერთი შეხედვით ნახატი ფერების ლაქების ან ხაზების ერთობლიობად აღიქმება. მოგვიანებით კი მნახველი, მას მერე რაც გარკვეული ფიგურის მცირე მინიშნებებს აღმოაჩენს, ნელ –ნელა ქმნის გამოსახულებას, რაც სურათს თითქოსდა ინტერაქტიულს ხდის – რჩება შთაბეჭდილება, რომ მნახველი მხატვართან ერთად ქმნის ნამუშევარს. სხვადასხვა მნახველში ის სხვადასხვა ემოციას იწვევს, რადგან ხშირად მისი ტილოები არც მზამზარეულ და არც კონკრეტულ გზავნილებს არ იძლევა. ეს ის მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც ყოველ ნახვაზე ახალ ემოციას ბადებს.

გამოფენის გახსნას მხატვრის კოლეგები, მისი ხელოვნების  თაყვანიმცემლები, ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები დაესწრნენ. განსაკუთრებით ამარელვებელი იყო მხატვრის ახლობლებია და ტანაქალაების გამოსვლა. მხატვრის ქალიშვილმა მედეა ხორავამ მადლობა გადაუცადა გამოფენის ორგანიზატორებსა და მასპინძლებს მამის ღვაწლის დაფასებისა და მისი ნამუსევრების პოპულარიცზაციისათვის. როგორც ზუგდდელმა პოეტმა ლია ნაროუშვილმა არნისნა, დრომ ვერაფერი დააკლო მაცი ( მიხეილ) ხორავას ნამუშევრებს , რომლებიც ტავის დროზე იყო ახალი სიტყვა ქარტულ სახვით ხელოვნებში, რომელშიც მან შემოიტანა მსოფლიო ხელოვნებაში იმ დროისათვის კარგად დამკვიდრებული, მაგრამ ჩვენში საბჭოური სტილისთვის მიუღებელი და  დევნილი მოდერნის ელემენტები. 

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...