მთავარისიახლეებისაზოგადოება,,დაიცავი საქართველოს'' ლიდერი ზუგდიდის მმართველ სტრუქტურებში ნარკოლოგიურ ტესტზე შემოწმებას ითხოვს

,,დაიცავი საქართველოს” ლიდერი ზუგდიდის მმართველ სტრუქტურებში ნარკოლოგიურ ტესტზე შემოწმებას ითხოვს

Published on

 

,,მივმართავ ხელისუფლებას, ნარკოლოგიურ ტესტზე შეამოწმეთ თავად ქალაქის მერი, ვიცე მერი, ყველა სამსახურის უფროსი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი და აპარატის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებიც მიაყოლეთ ზედ და ნახავთ, რა შედეგს მიიღებთ!'' – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ,,დაიცავი საქართველოს"' წარმომადგენელი ზუგდიდში კახა მიქაია მერიის თანამშრომლის გიორგი ცხონდიას დაკავების ფაქტს.

შეგახსენებთ, 17 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე ძველი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდის მერიის ააიპ "კეთილმოწყობის ცენტრის" თანამშრომელი გიორგი ცხონდია დააკავეს. სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 გრ. ნარკოტიკული საშუალება მეტადონი "კრისტალი" აღმოუჩინეს. დაკავებული გიორგი ცხონდია ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას ახლო ნათესავია. ფაქტზე ქალაქის მერს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება დაკავებულს, შსს -ის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე მუხლის მე -3 ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...