სენაკში აგორებული საქმე, რომლის გამოც საქართველო, შესაძლოა, ერთ-ერთმა ინვესტორმა დატოვოს

0
434

სენაკელი ბიზნესმენის გელა ძიძავას მეუღლის განცხადების საფუძველზე სამართალდამცავების მიერ პატიმრობაშია აყვანილი ლიტვური კომპანიის მენეჯერი კონსტანტინ კოვალეუსკისი. მას განმცხადებელი   190 000 ლარის და 10 000 დოლარის ქურდობაში ადანაშაულებს.   ძიძავას მეუღლის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლიდან ფული გაუჩინარდა მაშინ, როცა მათთან კოვალეუსკისი სტუმრობდა.

 კონსტანტინ კოვალეუსკისი ეროვნებით ბელორუსია, იგი  სამი წელია საქართველოში ლიტვურ კომპანია ,,რასერნას'' წარმოადგენს და გარკვეული ხნის მანძილზე გელა ძიძავასთან ერთად თხილის გადამუშავებით იყო დაკავებული. ამავე დროს კოვალეუსკისი წყალბურთში ბელორუსიის ეროვნული ნაკრების მეკარეა. 

გუშინ კოვალევსკის ინტერესების დამცველებმა, მათ შორის ადვოკატებმა თბილისში ,,პირველი რადიოს" რადიოკლუბში ბრიფინგი გამართეს. ისინი აპროტესტებენ ბიზნესმენის საქმის ზერელე გამოძიებას და მის უკანონო, უსაფუძვლო პატიმრობას.

ბიზნესმენის ადვოკატის შოთა კურტანიძის განცხადებით, საქმეში ბევრი საეჭვო გარემოებაა. მათ შორისაა მტკიცებულებების სანდოობა და გამოძიების ტემპი. მისი  ინფორმაციით, თითქოს 7 ნოემბერს მომხდარ ქურდობაზე საჩივარი პოლიციაში მხოლოდ 9 ნოემბერს, დილის 5 საათზე შევიდა. რამდენიმე საათში კი პოლიციას მოწმეებიც დაკითხული ჰყავდა და თანხაც ამოღებული ჰქონდა. ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდების დაკავება მოხდა  მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებული მხარის  განცხადების საფუძველზე და საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. იგი გამოთქვამს ეჭვს, რომ ბიზნესმენის წინააღმდეგ წამოწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეიძლება უკავშირდებოდეს ამ დავის გადაწყვეტას მისი ყოფილი პარტნიორების, განმცხადებლების სასარგებლოდ. 

კონსტანტინ კოვალეუსკისი საქართველოში წარმოადგენს ლიტვურ კომპანიას და ატარებს მის ბიზნეს ინტერესებს, ეწევა აქტიურ კომერციულ საქმიანობას და დაკავებულია სამეგრელოს რეგიონში წარმოებული თხილის რეალიზაციით. ადვოკატის ინფორმაციით დაკავებულს პარტნიორებთან უთანხმოება ჰქონდა ფინანსურ საკითხებზე და ვარაუდობს, რომ ეს დაკავება სწორედ პარტნიორებს შორის დავას უკავშირდება. ,,აღნიშნული ქმედება მიმართულია როგორც ამ კომპანიის საზიანოდ, ასევე ქვეყნიოს ინტერესების წინააღმდეგ. ამგვარი საეჭვო საქმე და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, ჩვენი აზრით, ატარებს მიზანმიმართულ ხასიათს უცხოური ბიზნესკომპანიის საქმიანობის შესაჩერებლად საქართველოში, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე. ეს გარემოება კი სენსიტიურს ხდის ამ საქმეს და მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ყურადღებას მოითხოვს'' –  აცხადებს ადვოკატი. დაკავებულის მეუღლე ეგლე კოვალეუსკისი ძიძავების განცხადებას ცილისწამებად მიიჩნევს და საქმის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს.  კოვალეუსკისის დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს  მისი მეუღლის მიმართვის საფუძველზე ლიტველი სამართალდამცველებიც სწავლობენ – დაკავებული ბიზნესმენისს მეუღლე აცხადებს, რომ იგი სისტემატურად ღებულობს მუქარის შემცველ სატელეფონო მესიჯებს, უცნობი პირები მისგან დიდი ოდენობით თანხას ითხოვენ. ინფორმაცია შემოსული ზარების შესახებ მან უკვე წარუდგინა პროკურატურას. 

ბიზნესმენის დაკავების საქმეს აკვირდება ლიტვის კონსული საქართველოში არვიდას ნიუოკასი, რომელიც პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა. იგი თავს იკავებს კომენტარებისაგან, მაგრამ აცხადებს, რომ იცნობს ბიზნესმენის წინაარმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.  საქმეს სწავლობს ადვიკატთა ასოციაციაც.კონსტანტინ კოვალეუსკისს ბრალი ს.ს.კ. 177 – ე მუხლის მე – 4 ნაწილის ბ ქვეპუნქტის საფუძველზე აქვს წაყენებული. გამოძიებას სამეგრელო – ზემო სვანეთის სენაკის რაიონული სამმართველო აწარმოებს. ბიზნესმენს პატიმრობა სწორედ სენაკის რაიონუკი სასამართლოს მიერ აქვს შეფარდებული. 

 

 

 

 

 

 

წინა სტატიაფოთის თეატრში ლიფტი ჩამოწყდა
შემდეგი სტატიასაქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური