მთავარისიახლეებითვალსაზრისი,,ისინი უცილობელ სიკვდილზე მიდიან მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევანი აღარ აქვთ''...

,,ისინი უცილობელ სიკვდილზე მიდიან მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევანი აღარ აქვთ” – ისლამური სახელმწიფოს ყოფილი მებრძოლი ერთმორწმუნეებს აფრთხილებს

Published on

რუსულენოვანი გამოცემა ,,აქცენტი” აქვეყნებს ,,ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი მებრძოლის, დაღესტნელი ალი ისლამოვის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ მიმართვას მათ მიმართ, ვინც გეგმავს შეუერთდეს ამ დაჯგუფებას. ისლამოვი, რომელიც თავის დროზე “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ჩადგა და შემდეგ  სიმწრით მოახერხა თავის დაღწევა,  მოუწოდებს  მათ ასჯერ დაფიქრდნენ, სანამ IS-ის გზას დაადგებიან. 

“უპირველესად, ერთხელ შესული უკან  ვეღარასოდეს გამოხვალ. მაშინვე გართმევენ პასპორტს და  აღარ გიბრუნებენ. არადა, “ისლამური სახელმწიფოს” ქალაქებს შორის გადაადგილება დოკუმენტების გარეშე შეუძლებელია და საშვის გარეშე  არათუ დაულიდან  („ისლამური სახელმწიფოდან“) გახვალთ,  რაქიდან მოსულშიც კი ვერ მოხვდებით . დაღესტანში ყოფნისას მსმენია მათი მათი მოწოდებები :“ჩამოდით და  თუ არ მოგეწონებათ, შეგიზლიათ უკან დაბრუნდეთო”. ეს ტყუილია: ვერ შეძლებთ! მეორეც, თქვენს იქ ისე გიყურებენ, როგორც საზარბაზნე ხორცს – ამირები დაუნანებლად გიშვებენ უეჭველ და, რაც მთავარია, უაზრო სიკვდილზე, მერე – სხვებს, მერე კიდევ სხვებს და ასე უსასრულოდ. გაიხსენეთ ქობანი: მიხედავად იმისა, რომ აშკარა იყო, რომ ქალაქს ვეღარ შევინარჩუნებდით, კიდევ დიდხანს და ჯგუფ-ჯგუფად აგზავნიდნენ იქ ჩვენს ძმებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც სურათი შეექმნათ  მედიისთვის  და მიეჩქმალათ დამარცხება. მერე დაყარეს ხმები, რომ  ქობანი აღებულია.

არანაირი სათანადო სამხედრო მომზადება იქ არ წარმოებს,  გარბენინებენ და ესაა და ეს, , ან რა მომზადებაა შესაძლებელი ორ-სამ თვეში?! შედეგად არის უდიდესი მსხვერპლი. მესამე –  რა ელის თქვენს ოჯახს, თუ შაჰიდი გახდებით: თქვენს ცოლებს აიზულებენ სხვას მისთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი გაასახლებენ და დააბინავებენ სადმე მისნაირ 15-20 დასთან და ბავშვთან ერთად, ძალიან მძიმე პირობებში და დაცვის გარეშე, სიცივეში და შეზღუდული საკვებით. თუ წასვლას მოინდომებს, არ გაუშვებენ. მეოთხე – ტყუილია, ისიც რომ  ამირი ალ ბაღდადისტქმიტ, მათ სპეციალისტები სჭირდებათ: მათ სჭირდებათ არა სპეციალისტები, არამედ საზარბაზნე ხორცი. მე მინახავს იქ ჩასული სხვადასხვა პროფესიის არაერთი ძმა, თუმცა ექიმების გარდა ვერავის უპოვეს დანიშნულება . მეხუთე –  ძმები აქ ძალიან განსხვავებულები არიან: მათ შორის არიან  ძალიან საინტერესო ადამიანები ძირითადად მალდივებიდან, შრი ლანკიდან, ავსტრალიიდან, მთელი მსოფლიოდან, თუმცა რუსულენოვანები უპირატესად  უვარგისები, უვიცები არიან. მარტივად შეუძლიათ, წავიდნენ შარიათის სასამართლოში და პირადი შურისა და ზედმეტი ამბიციების გამო ცილი დასწამონ ძმებ . მოსამართლეები უკვე დაიღალნენ ჩვენი “გარჩევებით”. აქ ბევრია ურჯულო, თუმცა ისინი ახლა იმალებიან. ბევრია ასევე ძალიან კეთილშობილი, ღრმად მორწმუნე ძმა და  განსაკუთრებით დასანანია, როცა მათ კარგავ, ამირები კი მათაც საზარბაზნე ხორცივით ეკიდებიან და არ ზოგავენ.  მეექვსე – დამოკიდებულება შარიათის მიმართ: ზოგიერთი არად დაგიდევთ და  ღიად გამოხატავს, რომ მისთვის მიუღებელია  შარიათის   მოთხოვნები, ყურანიდან იღებენ მხოლოდ იმას, რაც დაულის მოქმედებას მიესადაგება. იგივე ცოცხლად დაწვა რომ ავიღოთ, თუ ამის მართებულობაში შეიტან ეჭვს,  ლამის ცრუმუსლიმთან გაგაიგივებენ. დაულის მოქმედებები  ბევრისთვის რელიგიურ არგუმენტად იქცა  და ბევრი თვლის, რომ დაული სეუმცდარია. . მეშვიდე –  ფრონტებზე არსებული რეალური მდგომარეობა: მე ინსტიტუტში სამხედრო კათედრაზე ვსწავლობდი, ამიტომ  გამეგება ცოტა რამ და ვხვდები, რომ ეს დასასრულია. არსებობს ცნება – ტაქტიკური წარმატება და არის სტრატეგიულიც. ზოგისთვის ტაქტიკური წარმატება შეიძლება იყოს – მაგალითად, ასადიტებს აართვა  რამე, მაგრამ სტრატეგიული წარმატება სხვაა და მას კარგი პირი არ უჩანს- უკვე მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეწყვეტს დაული არსებობას. სინჯარი დაეცა, მოსული და რაქი გათიშულია ერთმანეთისგან და იქ სერიოზული ოპერაციები მზადდება. თურქეთთან საზღვარზე მხოლოდ ერთი შორეული მონაკვეთია, რომელიც ადვილია მოსაჭრელად. რა თქმა უნდა, მუჯაჰედები ადვილად არ დათმობენ მნიშვნელოვან ქალაქებს, თუმცა საბოლოო ჯამში, არაფერი შეიცვლება – ასევე იყო ტიკრიტში, სადაც დიდხანს და თავგამოდებით იბრძოდნენ, თუმცა საბოლოოდ უკან დაიხიეს.  

ასე, რომ, ვისაც წასვლა გსურთ, კარგად დაფიქრდით: გინდათ, თავი გაწიროთ რაღაც მედიასურათის წარმოსაჩენად და აგონიის გასახანგრძლივებლად? თუ საკუთარ თავზე არ ფიქრობთ, ოჯახზე მაინცბიფიქრეთ! როდესაც თელ აბიადი დაეცა, ეს არაადამიანები ძალადობდნენ უბრალო თურქმენ და სირიელ ქალებზე – წარმოიდგინეთ, რას უზამენ მუჰაჯირ დებს “ისლამური სახელმწიფოდან”! თქვენს შვილებზეც ხომ აგებთ პასუხს?! მერვე – ხალიფა: დაუსვით საკუთარ თავს კითხვა – როდის გამოჩნდა იგი ბოლოს? რატომ არ მოგვილოცა იდი (ყურბან ბაირამი)? აქ დადის ხმები, რომ ის უკვე დიდი ხანია, აღარ არის ცოცხალი. მეცხრე – ვის აწყობს ეს? მუსლიმს თავი უნდა ებას მხრებზე და მას მხოლოდ ჭამისთვის არ უნდა იყენებდეს. დიახ, მე სისუსტე გამოვიჩინე, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანმა და ამიყოლიეს ფერადი ვიდეოებით გამარჯვებების შესახებ , მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა დამიბრუნდა გონება.  დაფიქრდით, თურქეთი ნატო-ს წევრია და ამერიკელების სტრატეგიული პარტნიორი; ნუთუ გაუჭირდებოდა, რეალურად გადაეკეტა საზღვარი?! ეს საკითხი ხომ რამდენიმე საჯარისო ნაწილის შეყვანით და რამდენადმე კარგად გამაგრებული   სასაზღვრო ნაგებობის აღმართვით გადაწყდებოდა  – რასაც მაქსიმუმ, ერთი თვე დასჭირდებოდა?! არადა, უკვე რამდენიმე წელია გასული. ესე იგი, ამას შეგნებულად არ აკეთებენ… რატომ? დიდძალი  იარაღია დატოვებული მოსულში – შემთხვევით თუ სპეციალურად? რატომაა, რომ ბევრი სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურები არათუ ხელს  უშლიან  “ისლამურ სახელმწიფოში” გამგზავრებას, არამედ უბიძგებდნენ კიდეც ადამიანებს ამისაკენ? როგორ აღმოჩნდა იქ ნადირ აბუ ხალიდი? რატომ არ აკავებენ თურქული სპეცსამსახურები  ძმებს, რომლებიც სტამბოლში მუჰაჯირებს ხვდებიან, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, და თუმცა კი იციან ამ შეხვედრების შესახებ ? საერთოდაც, როგორ მოხდა, რომ   ამირი ალ ბაღდადი ამერიკული ციხის ტუსაღი იყო, თუმცა გამოვიდა და მშვიდად გახდა ამირი?! დაფიქრდით კიდევ აი, რაზე: ყოველი მუსლიმი, რომელიც წესებს იცავს, იმ ისლამის მატარებელია, რომლითაც წინასწარმეტყველი მოვიდა. ქაფირებს ჩვენ ყელში ძვალივით ვყავართ გაჩხერილი, რადგან სწორედ ჩვენ წარმოვადგენთ  ალაჰის ნებით  ისლამის ღერძს და არ ვაძლევთ მათ მოქმედების სრულ თავისუფლებას და  აქიდისკენ მოვუწოდებთ. ამავე დროს, მათი კანონები არ იძლევა შესაძლებლობას, უბრალოდ აიღონ და მოგვკლან – ჩვენ ხომ მათი ქვეყნების მოქალაქეები ვართ!

იქნებ ავიღოთ და  შევქმნათ ფანტომი ან   არ შევუშალოთ ხელი, არ დავბომბოთ, არ ვეომოთ, რომ    წინააღმდეგობის გარეშე დარჩენილებმა შექმნან ნანატრი ხალიფატი, სადაც ყველანი გადასახლდებიან და როცა ერთ ადგილზე მოიყრიან თავს  ჰაერიდან ამოწყვიტონ ყველა? სწორედ ასე ხდება ახლა. შეხედეთ დაღესტანს: ადრე ჩვენი მეჩეთები სავსე იყო ხალხით, აქ  მოღვაწეობდნენ ისეთი ძმები, როგორებიც არიან ნადირი, აბუ ამირი, ქამილ აბუ სულთანი და სხვები. ხალხი მთელი ჯგუფებით შედიოდა ისლამში, მიმდინარეობდა გაკვეთილები და ქაფირები პანიკაში იყვნენ, არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. ახლა რა? ყველა წავიდა, გაკვეთილები არ ტარდება, მოწოდებები არ ჩანს, “მშვიდობისმქადაგებლები'' მხოლოდ მინბარებზე (ამბიონისმაგვარი  მეჩეთი) დარჩნენ, როგორიცაა, მაგალითად, აბდულა აბუ ამირი და მათაც ავიწროებენ . მშობლები მზად არიან, ხელბორკილებით დააბან შვილები, რომ არ გაუშვან ხალაფიტურ მეჩეთებში, რადგან იციან, რომ საბოლოო ჯამში, ისინი დაულში წავლენ და დაიღუპებიან. ვინ იხეირა ამით? საინტერესოა, რატომ ეკრძალებათ  “ისლამურ სახელმწიფოში” ჩასულ ცნობილ სტუდენტებს ფეისბუქ-კონტაქტები, ტვიტერში შესვლა და საკუთარი სახელით ჩანაწერების დატოვება? შედეგად ვერ ვხედავთ ვერანაირ ახალ ლექციებს. ახლა ვნახოთ, როგორ მოუწოდებენ დაულის წარმომადგენლები საკუთარ მიმართვებში მათ, ვინც ურწმუნოთა ქვეყნებშია, ააფეთქონ, მოკლან ურწმუნოები ნებისმიერი საშუალებით და ჩეხონ განურჩევლად ყველა და ყველაფერი. სანამდე  მიგვიყვანს ეს? – მთელ მსოფლიოს მოიცავს გაბოროტება  ისლამისა და მუსლიმების მიმართ  და მათი უფლებების შეზღუდვა არ დააყოვნებს.  ვის აწყობს ეს? – ქაფირებს. შედეგად კი   “ისლამური სახელმწიფოს” გზას დევნის გამო დაადგება მუსლიმების ახალ – ახალი ნაკადი,   იქ კი   მათ ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში განადგურება ელით. დიდება ალაჰს, რომ მძიმედ დავიჭერი და შევძელი წამოსვლა. იცით, რამდენი ძმაა აქ ისეთი, რომელიც ყველაფერს მიხვდა, მაგრამ უკან  წამოსვლას ვერ ახერხებს? ისინი უტყვად ემორჩილებიან  ბრძანებებს და უცილობელ სიკვდილზე  მიდიან მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევანი აღარ აქვთ.ამიტომაც ჩავთვალე თავი ვალდებულად, გამეფრთხილებინა ყველა. ვიცი, რომ კიდევ ბევრია მოხიბლული, ისევე, როგორც მე ვიყავი ოდესღაც   და ახლაც გაკვეთილს ვერ გამოიტანს  ჩემი ნაწერიდან, მაგრამ შეიძლება, ვინმე მაინც  დაფიქრდეს და შეჩერდეს, არ გაიმეოროს სხვისი შეცდომები" – წერს ალი ისლამოვი.

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...