მთავარისიახლეებიეკონომიკაგუგული მაღრაძე ჯანდაცვის ხარჯებით სპეკულირებს და პენსიის გაზრდის შესაძლებლობას მაინცდამაინც ამ...

გუგული მაღრაძე ჯანდაცვის ხარჯებით სპეკულირებს და პენსიის გაზრდის შესაძლებლობას მაინცდამაინც ამ ხარჯების შემცირებაში ხედავს

Published on

გრძელდება პრემიების პენსიებით ჩანაცვლების პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ არის ინიცირებული.
საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, თუ მმართველი გუნდი უარს იტყვის პრემიებსა და დანამატებვზე, ამ თანხით მომავალ წელს პენსიის გაზრდა 50 ლარით იქნება შესაძლებელი. 

სხვა პოზიცია აქვს უმრავლესობას. მისი ერთერთი წარმომადგენელი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ პენსიის ზრდა ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ  შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს თანხა სხვა მიმართულებას, კერძოდ ჯანდაცვას  მოაკლოს.

„ჩვენ შეგვიძლია მოვუმატოთ 50 ლარი პენსიონერს, თუ ამ თანხას არ დავხარჯავთ ჯანდაცვაში. თუმცა არჩევანია, რა ჯობია, რომ მოვუმატოთ 50 ლარი ყველას, სჭირდება თუ არ სჭირდება თუ ვუმკურნალოთ ადამიანს? ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მე ხალხის ბედნიერება მინდა? ჩვენ უნდა გავაკრიტიკოთ ხელისუფლება იმაში, თუ რა შეეძლო და არ გააკეთა. არსებობს რაღაც საწყისი, ვის რა აქვს. ჩემთვის 10 ლარი არაფერია, მაგრამ ვიღაცისთვის 10 ცალი პურია. ეხლა პენსია გაიცემა, როგორც სოციალური დახმარება მოხუცზე, რომელიც გარკვეულ ასაკს მიაღწევს, მიუხედავად იმისა ის ღარიბია, მდიდარია, სჭირდება თუ – არა. მაშინ უნდა გვქონდეს სხვა მიდგომები, რომელსაც დრო და გარკვეული დოვლათის დაგროვება სჭირდება“, – განაცხადა მაღრაძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...