მთავარისიახლეებისაზოგადოებასახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდს ოფისში შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდს ოფისში შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

Published on

საქართველოს სახალხო დამცველმა ზუგდიდში ბულგარეთის რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული პროექტის „„მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კანონის უზენაესობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაძლიერების გზით“ შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.შეხვედრას ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი იასენ ტომოვი, სახალხო დამცველის აპარატის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესრებოდნენ. პროექტის ფარგლებში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გამართეს რეგულარული გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა რაიონებსა და სოფლებში, რა დროსაც,მოსახლეობას საშუალება მიეცა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, განცხადებით ან საჩივრით მიემართა სახალხო დამცველისთვის.შეხვედრის მონაწილეებმა სახალხო დამცველთან მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია გამართეს , ძირითადად რეგიონში არსებულ სოციალურ-ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე იმსჯელეს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...