მთავარისიახლეებიმსოფლიოტერორისტები ახალ თავდასხმებს გეგმავენ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში

ტერორისტები ახალ თავდასხმებს გეგმავენ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში

Published on

 "როიტერის ცნობით, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა იბრაჰიმ ალ-ჯაფარმა  განაცხადა, მისი ქვეყანა ფლობს  ისლამისტების მიერ საფრანგეთში, აშშ-სა და ირანში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ. მინისტრის თქმით,  ერაყის საგარეო უწყებამ უკვე გადასცა ამ ქვეყნებს შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა  მას  არ დაუკონკრეტებია დრო, თუ როდის უნდა განხორციელდეს ეს თავდასხმები და არც მათი ინციატორების შესახებ მიუწოდებია კონკრეტული მონაცემები.

განცხადებას იმის შესახებ, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს გეგმავენ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში, გააკეთასაფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმაც რადიოსადგურ RTL-ვის მიცემულ ინტერვიუში. 

"ჩვენ ვიცით, რომ თავდასხმები კვლავ მზადდება, არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგაც", – განაცხადა პრემიერმა.
მისი ინფორმაციით, პარიზში განხორციელებული ტერაქტები სირიის ტერიტორიაზე დაიგეგმა. 
პრემიერ-მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ გუშინ, საფრანგეთის მასშტაბით ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდები პარიზში მომხდარ თავდასხმებს უკავშირდება. 

სიახლეები

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...