მთავარისიახლეებიმსოფლიოპან გი მუნი მიმართავს აშშ- სა და რუსეთს დააჩქარონ ურთიერთქმედება...

პან გი მუნი მიმართავს აშშ- სა და რუსეთს დააჩქარონ ურთიერთქმედება სირიის პრობლემასთან მიმართებაში

Published on

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სირიის კრიზისის გადასაჭრელად საჩქარო და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს . ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა გუშინ,  თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე "დიდი ოცეულის" სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, .

"განსაკუთრებით მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის, რათა მათ დააჩქარონ ურთიერთქმედება სირიის პრობლემასთან მიმართებაში. ახლა დადგა ის დრო, როდესაც მათ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ კოლექტიურად უნდა იმოქმედონ. საჩქაროდ უნდა გამოინახოს სირიის პრობლემის გადაჭრის გზები და დასრულდეს ძალადობა", – აღნიშნა პან გი მუნმა.
მისივე თქმით, ვენაში მოლაპარაკებებისას სირიასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია. "ზომები უნდა იქნას მიღებული კაცობრიობისთვის. პარიზში მომხდარი თავდასხმები გვიჩვენებს, რომ ტერორიზმმა მოქმედებები დიდი მასშტაბებით დაიწყო. ვიმედოვნებ, "ოცეულის" ლიდერები ტერორიზმის საფრთხის წინაშე ერთიანები იქნებიან", – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

სიახლეები

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ბრალდებულის დედა Facebook-ზე წერს....

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...