ხმაური იყო დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, სადაც მეცხრამეტე დღეა 78 წლის ციალა ჯოჯუა შიმშილობს. მასთან დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, თუმცა მოშიმშილე ქალმა უარი განაცხადა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მომსახურებაზე.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ციალა ჯოჯუას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, ამასთან დაპირდნენ, რომ სანამ სამართლებრივი დავა დასრულდება მათ მიერ ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა მოშიმშილე ქალა შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ამასთან, ციალა ჯოჯუას შვილის განცხადებით, თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ის პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხლისუფლების წარმომადგენლებს აკისრებს.ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას განცხადებით, მათ ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია მოშიმშილესთან, თუმცა მათ მიერ შეთავაზებულ პირობებზე ისინი არ თანხმდებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ 78 წლის ციალა ჯოჯუას მეცხრამეტე დღეა შიმშილობს. მოშიმშილე იმ საცხოვრებელი ბინის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მისი თქმით თაღლითური გზით წაართვეს. მათი განცხადებით, შიმშილობის აქციას მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მთავარისიახლეებისაზოგადოება78 წლის ციალა ჯოჯუა დახმარებაზე უარს ამბობს და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
78 წლის ციალა ჯოჯუა დახმარებაზე უარს ამბობს და შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
სიახლეები
სიახლეები
TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...
სიახლეები
რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი
რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...
სიახლეები
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...
სიახლეები
TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...