მთავარისიახლეებიმსოფლიოუპრეცედენტო ტერორისტული შეტევა პარიზში

უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა პარიზში

Published on

საფრანგეთიდან ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ცვალებადი ინფორმაცია ვრცელდება –  ბოლო მონაცემებით, რომელთაც CNN ავრცელებს,  საფრანგეთში 6 სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 153  და დაშავებულია  200-ზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული,  მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ. დღეს საფრანგეთისს  პრეზიდენტმა ფრანსუა  ოლანდმა  ქვეყნისაზღვრები ჩაკეტილად გამოაცხადა, რათა დამნაშავეთა გაქცევა არ დაუშვან. სახელდება ლიკვიდირებულ ტერორიტთა რაოდენობაც – 8 თავდამსხმელი.

ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა. 

როგორც "როიტერი" იტყობინება, პარიზის სხვადასხვა ადგილზე გუშინ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და სპორტულ მოედნებს.  შეიარაღებულმა პირებმა თეატრ ბატაკლანში როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს. ანტიტერორისტულმა ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს, ბოევიკები მოკლეს და გადარჩენილი მძევლები გაათავისუფლეს,  ასევე ორჯერ შეტევა განხორციელდა ეროვნულ სტადიონზე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეგობრულ საფეხბურთო მატჩს ესწრებოდნენ.  ფრანსუა ოლანდმა მატყურებვლებტან ერთად სტადიონის დატოვება სეძლო. ევაკუაციისას ხალხი საფრანგეთის ჰიმნს მღეროდა 

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...