მთავარისიახლეებისაზოგადოებაISIS-მა პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო

ISIS-მა პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო

Published on

პარიზში წუხელ განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა, რომელსაც, ოფიციალური მონაცმებით, 128 ადამიანი ემსხვერპლა, ISIS-მა აიღო. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC და CNN ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე ავრცელებენ. 

განცხადება ფრანგულ და არაბულ ენებზე გავრცელდა და აუდიოჩანაწერიც ახლავს. 

BBC-ის ცნობით, ჯიჰადისტთა ჯგუფი ამ განცხადებაში ამბობს, რომ პარიზში განხორციელებული თავდასხმები მიზნად ისახავს, საფრანგეთის მოსახლეობას აჩვენოს, რომ ისინი "ტოპ სამიზნედ" რჩებიან. 

ამ განცხადებაში იმაზეც არის საუბარი, რომ ტერაქტები წინასწარ კარგად შერჩეულ სამიზნე ადგილებზე, "რვა ძმის (ისლამური სახელმწიფო ორგანიზაციის წევრებს "ძმებად" მოიხსენიებს – რედაქცია)  მეშვეობით განხორციელდა, რომლებიც ასაფეთქებელი ქამრებით და  ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ შეიარაღებულნი".

 

სიახლეები

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ...