მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერი პეტერ პელეგრინი სტუმრობს

საქართველოს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერი პეტერ პელეგრინი სტუმრობს

Published on

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერ პეტერ პელეგრინის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხები განიხილეს.  ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ პელეგრინიმ ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც. ყურადღება გამახვილდა პარლამენტთაშორისი ურთიერთობებზე, სხვადასხვა სტრუქტურებს შორის სექტორული თანამშრომლობის განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის პროცესებს. აღინიშნა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება და საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პეტერ პელეგრინს, სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდაჭერისთვის", – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთში ალექსანდრე ნალბანდოვი დაესწრნენ.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...