მთავარისიახლეებიპოლიტიკასასამართლოში ტელეკომპანია ,,საქართველოს'' და ყარამანიშვილების წარმომადგენლების საჩივარი შევიდა

სასამართლოში ტელეკომპანია ,,საქართველოს” და ყარამანიშვილების წარმომადგენლების საჩივარი შევიდა

Published on

ტელეკომპანია ,,საქართველოს'' და ყარამანიშვილების წარმომადგენლებმა  სასამართლოში რუსთავი 2 – ის დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ განჩინება გაასაჩივრეს.   ისინი ამ სასამართლო  გადაწყვეტილების გაუქმებასა და საჩივრის განხილვის დასრულებამდე მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.  იურისტების განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია საბიუჯეტო და სხვა ვალდებულებებს ვერ შეასრულებს და მისი ფუნქციონირება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. 

„ურთმელიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდის ავლით დროებითი მმართველები, ე.წ ცენზორები მოავლინა რუსთავი 2-ში. ჩვენ ვითხოვთ, შეჩერდეს ამ განჩინების მოქმედება იმ ვადით, რა ვადაც სჭირდება გაუქმების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას.

მივმართავთ ქიბარ ხალვაშს, როგორც ფორმალურ მოსარჩელე მხარეს, ამ საქმეში და მოვუწოდებთ, დაეთანხმოს ჩვენ შუამდგომლობას განჩინების შეჩერების თაობაზე. ბატონო ქიბარ, თუ თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ბედი, მათი ჟურნალისტური საქმიანობის  შეუფერხებლობა, ის, რომ რუსთავი 2-მა განაგრძოს თავისი საქმიანობა, რომ შეძლოს საგადასახადო და სხვა ვალდებულებების შესრულება. 15 ნოემბერს დგება ამ ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადა. ეს ყველაფერი არის თქვენს ხელში, უნდა დაეთანხმოთ და მარტივად გამოვალთ იმ რთული პროცესიდან, რაშიც ვიმყოფებით", – განაცხადა ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...