მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის უახლესი ტექნიკით გადაიარაღება მიმდინარეობს

აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის უახლესი ტექნიკით გადაიარაღება მიმდინარეობს

Published on

აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის კავშირგაბმულობის ქვედანაყოფებში  სამოცდაათამდე თანამედროვე ციფრული რადიოსადგურის ჩაიტანეს.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურის ცნობით, ახალი რადიოსარელეო სადგურები აღჭურვილია ნავიგაციის თანამგზავრული სისტემით .  ეს აღჭურვილობა საშუალებას იძლევა სწრაფად გაიშალოს კავშირის დამოუკიდებელი ხაზი. სადგურები ასევე გამოიყენება დროებითი ჩადგმისთვის დაზიანებულ ან რემონტის პროცესში მყოფ საკაბელო ხაზებში , ნათქვამია პრეს-სამსახურის ინფორმაციაში. გარდა ამისა, ახალი ტექნიკა გამოიყენება ვიდეოკონფერენციების ჩატარებისთვის,  ვიდეომონაცემების  გადაცემისთვის რადიოსიგნალებით, ამასთან  იძლევა მრავალარხიანი რედიოსარელეო, ტროპოსფერული და გამტარი ხაზებიდან განშტოების  შესაძლებლობას.   

უფრო ადრე ქვედანაყოფებს გადაეცა 60 გადასატანი რადიოსადგური  "Акведук-0,5У(С)",რომლის დანიშნულებაა ღია და ტექნიკურად დაცული რადიოკავშირის უზრუნველყოფა სამხედრო ასეულის რგოლებს შორის. კავშირგაბმულობის  ახალი საშუალება და ტექნიკა უკვე გამოიყენეს აფხაზეთში დისლოცირებულ შენაერთში ჩატარებულ სწავლებებში. 

სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო - საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს...

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია. თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ასვლისა და მისი დაზიანების...

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა  ინფორმაციას Reuters აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით...

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო  ამის შესახებ ინფორმაციას...