მთავარისიახლეებისაზოგადოებააღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ღვინოდ „საფერავი“ დასახელდა

აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ღვინოდ „საფერავი“ დასახელდა

Published on

ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015 კომპანია "კახური ღვინის მარნის" ღვინომ "საფერავი 2011"-მა ორი უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი ნომინაციაში „ საუკეთესო რეგიონალური ღვინო აღმოსავლეთ ევროპაში“ და ოქროს მედალი მოიპოვა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ამავე კომპანიის ღვინო "მუკუზანი 2011". იუწყება ქართული ღვინის ეროვნული სააგენტო.
ყოველწლიური გამოფენა Hong Kong International Wine and Spirits Fair აზიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. წლევანდელ გამოფენაში მონაწილეობას 6 ქართული კომპანია იღებდა. ესენია: "თბილღვინო", "მეღვინეობა ხარება", "კახური ტრადიციული მეღვინეობა", "ბადაგონი", "ქართული ღვინის სახლი" და კომპანია "ქართული ღვინო".
ჰონგ-კონგის ღვინის გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია აზიაში. 2014 წელს გამოფენაში 38 ქვეყნის 1000 კომპანია მონაწილეობდა.

სიახლეები

ღმერთმა ნუ ქნას, ორმა საქართველომ იარსებოს საქართველოში – მურთაზ ზოდელავა

არ არსებობს ორი საქართველო. როგორც არ უნდა შეფუთონ, არ არსებობს. ბავშვობა და სიყმაწვილე სოხუმში...

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი დააკავეს

ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი...

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...