მთავარისიახლეებისაზოგადოებაპატრიოტთა ალიანსის წევრები მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობენ.

პატრიოტთა ალიანსის წევრები მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობენ.

Published on

საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ პატრიოტთა ალიანსისწევრები. ისინი მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობენ.

მათი თქმით, არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და ამ პროცესში გარემოსა და თავდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ. ისინი თინა ხიდაშელის და გიგლა აგულაშვილის გადადგომას ითხოვენ.

„ჩვენი მოთხოვნები არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, გადააყენონ თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრები, აღძრან საქმე და დაიწყოს გამოძიება როგორ გაყალბდა არჩევნები საგარეჯოში და მეორე, შეიცვალოს საარჩევნო გარემო და დღესვე მოგვცენ გარანტიები, რომ შეიცვლება,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, 4 საათიდან, კანცელარიის შენობასთან მათი მხარდამჭერები შეუერთდებიან, ასევე მისი თქმით, რეგიონებსა და დიდ ქალაქებშიც დაიწყება შიმშილობის აქციები.

„დაახლოებით 5 დღეში, პარლამენტთან 200-ზე მეტი მოშიმშილე გამოხატავს პროტესტს,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, მათი მოთხოვნაა ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლა.

„ჩვენი მოთხოვნები სააპელაციო სასამართლომ ა დააკმაყოფილა. ამასაც ველოდით, იმიტომ რომ სასამართლო სამწუხაროდ პოლიტიკური იარაღია დღევანდელი ხელისუფლების ხელში,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...