მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანმუხურში, ჩახაიების მრავალსულიან ოჯახში სახლი ჩამოინგრა

განმუხურში, ჩახაიების მრავალსულიან ოჯახში სახლი ჩამოინგრა [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში დღეს ჩახაიების ოჯახში სახლი ჩამოინგრა. ოჯახი სადაც 11 სული, აქედან 5 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს პრაქტიკულად უსახლკაროდ დარჩა. სახლი, რომელიც ათეულ წლებს ითვლის, საცხოვრებლად უვარგისია. ჩამონგრევის შედეგად სახლი მთლიანად მოწყდა საძირკველს, დაზიანდა სახურავი, შენობის კედლები. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ შორის სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს, თუმცა დახმარებაზე უარი მიიღეს. სახლის ჩამონგრევის შედეგად ოჯახი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ რჩება, ისინი ყურადღებას და დახმარებას ითხოვენ.

ჩახაიების მრავალსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. 11 სულიან ოჯახში არც ერთი წევრი არ მუშაობს. 5 მცირეწლოვანი ბავშვიდან ერთ-ერთი მძიმედაა დაავადებული და ამჟამად თბილისში მკურნალობს. მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ ოჯახის წევრებს მეზობლებიც ეხმარებიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია "ოდიში" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა. გამგებლის მოადგილის გურგენ სართანიას განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა მათთვის ცნობილია და დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად მზად არიან.

დაზარალებული ოჯახი აცხადებს, რომ თუ არ მოხდა დროული რეაგირება, მათ ზამთარში, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად სიცივეში სახლის გარეშე მოუწევთ ყოფნა.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...