მთავარისიახლეებისაზოგადოება,, ათონელის შენობის ბედი არ ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას...

,, ათონელის შენობის ბედი არ ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს.” – კახა კოჟორიძე

Published on

პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებაზე კომენტარში განაცხადა, რომ  პრეზიდენტმა და  პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეზიდენციის შეცვლას არ განიხილავს.

,,ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გავეცით ოფიციალური წერილობითი პასუხი ამ საკითხზე – პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს. ეს არის ოფიციალური პასუხი და პოზიცია არ შეცვლილა. ათონელის შენობის ბედი არ ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ეს მთავრობას უნდა ჰკითხოთ, რას უპირებენ ათონელის რეზიდენციას“ – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, ქუმსიშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით,  სასურველია სწრაფად გადაწყდეს ათონელზე მდებარე რეზიდენციასი პრეზიდენტის გადასვლის საკითხი. ამ შენობის ,, არსებული სახით შენარჩუნების მიზნით, მთავრობას ყოველთვიურად "ფულის დახარჯვა" უწევს. ბატონ ბიძინას ნამდვილად აქვს უფლება, რომ შეშფოთება გამოთქვას ამ მიმართულებით''. – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა, გულისხმობდა რა ივანიშვილის განცხადებას, რომ თუ გადაწყვეტილება დროულად არ იქნა მიღებული, იგი ,,ხმის ამოღებას'' აპირებს. 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...