მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს კოლეგები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს კოლეგები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან

Published on

 ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი  მთავრობას აძლევს 48 საათს იმისათვის, რომ მოხდეს ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტის გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პერმანენტული აქციების გამართვას აპირებს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 

"ვიღაც ხორცმეტებმაგადაწყვიტეს ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი ეცემათ და მიეყენებინათ შეურაცხყოფა მისთვის.  ხელისუფლებას, ამ ტვინთხელებს მინდა მივცე 48 საათი. ყველა ჩვენი ევროპელი კოლეგა მზად არის საქართველოს საელჩოებთან დაიწყოს პიკეტირება. თუ არ მოხდა დამნაშავე პირების დასჯა არც ერთი ადვოკატი არ გავა პროცესზე.  საქართველოს არც შს მინისტრი არც მთავარი პროკურორი არ ეყოლებათ. თუ ადვოკატთა კორპუსთან დაპირისპირება უნდათ ამ ფეოდალურ ხელისუფლებას მე, ზაზა ხატიაშვილი ვაჩვენებ, რა არის დაპირისპირება,"- აცხადებს ზაზა ხატიაშვილი. 

კოლეგის ცემის ფაქტს გამოეხმაურა ადვოკატი ირმა ჭკადუა. ის ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი დასაგმობია და დროულ გამოძიებას ითხოვს.

"ეს არის სერიოზული გამოძიების საგანი,"- ასე ეხმაურებიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე სცემეს. 

,,თუ ადვოკატი დაისაჯა მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო ძალიან სერიოზული საკითხია და სერიოზული გამოძიების საგანი უნდა გახდეს,"- განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა. 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...