მთავარისიახლეებიპოლიტიკაწულუკიანი და მეჭიაური აშშ საელჩოს განცხადებას აკრიტიკებენ და მისგან განმარტებას მოითხოვენ

წულუკიანი და მეჭიაური აშშ საელჩოს განცხადებას აკრიტიკებენ და მისგან განმარტებას მოითხოვენ

Published on

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლის გუშინდელ განჩინებაზე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. უწყების ხელმძღვანელი განმარტებებს ითხოვს.

"მინდა მეგობრულად ვთხოვო აშშ-ის საელჩოს საქართველოში, რომ განმიმარტოს რას ნიშნავს ღამით მომხდარი პროცესები და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა და რომელიც არაპირდაპირს აკნინებს იუსტიციის სამინისტრო საჯაროს რეესტრს, როგორც ინსტიტუტს," – აღნიშნა თეა წულუკიანმა.    

თამაზ მეჭიაური უფრო შორს მიდის და ამერიკის ელჩისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. "თვით ამერიკის ელჩსაც კი არა აქვს უფლება ასე მკვეთრდა ჩაერიოს სუვერენული ქვეყნის საქმეებში. არც მეგობარს არა აქვს ასეთი ფრომით მომმართოს მე ჩემი ოჯახის საქმეებში. მეგობრობას აქვს რაღაც ზღვარი, რომლის იქით თვითონაც არ უნდა გადავიდეს. მე არ ვეთანხმები ამერიკის ელჩის განცხადებას და მგონია, რომ ბოდიშიც უნდა მოიხადოს", – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა  რუსთავი 2-ის საქმის კომენტირებისას.

შეგახსენებთ, ამერიკის საელჩოს ოფიციალურ Facebook-ზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნატქვამია, რომ ”აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა მიჩუმდეს.

"ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

სიახლეები

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარტიის ლიდერი...

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის...

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად...