მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ცოტა ოპერატიულად, ბ–ნო გიორგი! '' - ირინა სარიშვილი პრეზიდენტს მიმართავს მოწოდებით...

,,ცოტა ოპერატიულად, ბ–ნო გიორგი! ” – ირინა სარიშვილი პრეზიდენტს მიმართავს მოწოდებით დროულად დააფიქსიროს თავისი პოზიცია

Published on

პოლიტიკური პარტია „იმედის“ ხელმძღვანელი ირინა სარიშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიმართვას და სთხოვს მოსამართლის მიერ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე საკუთარი პოზიცია დროულად დააფიქსიროს.

ირინა სარიშვილი აზრით, მოსამართლის გადაწყვეტილებამ კონსტიტუცია ხელყო, ამიტომ ის გიორგი მარგველაშვილისგან, როგორც ქვეყნის უზენაესი კანონმდებლობის დაცვის მთავარი გარანტისგან სასწრაფო რეაგირებას ელის.

„სად არის კონსტიტუციის გარანტი – საქართველოს უკაცრავად პასუხია და პრეზიდენტი? 
ბატონო პრეზიდენტო! 
არა მგონია ამ დღეებში იმაზე ნაკლები მნიშვნელობის მოვლენები ხდებოდეს, ვიდრე თქვენი გამოსახლების მცდელობა იყო პრეზიდენტის სასახლიდან! 

თქვენ მაშინ ძალიან ოპერატიულად გააპროტესტეთ თქვენი დამნიშვნელის ეს ახირება (ეს ნამდვილად ახირება იყო) და მეც და ბევრმა ჩემნაირმა მხარი დაგიჭირეთ! არა თქვენ, არამედ კანონს! 

სად არის თქვენი მხარდაჭერა არა კონკრეტული ტელევიზიის, თუ ეს გიძნელდებათ, არამედ კონსტიტუციის, რომელიც ხელყო ისევ თქვენმა დამნიშვნელმა და ამჯერად ეს არ იყო ახირება! 
ცოტა ოპერატიულად, ბ–ნო გიორგი! პრეზიდენტი გქვიათ მაინც!“- წერს სარიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტი რუსთავი 2 – ის გარშემო განვიტარებულ მოვლენებზე განცხადებას საღამოს გააკეთებს 

 

სიახლეები

საია- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართლის ძირითად პრინციპებს არღვევს

ელენე ხოშტარიასთვის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო სისხლისსამართლებრივი ბრალის წარდგენა სამართლის ძირითად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს

თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავა....

„დიდი შვიდეული“ – ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე – გავამკაცრებთ სანქციებს

ჩვენ, “დიდი შვიდეულის” ლიდერები, გაერთიანებულები ვართ უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ...

დიდი შვიდეულის სამიტზე ზელენსკი ტრამპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და...