ტელე-რადიო კომპანია „ოდიში“ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არხის გარშემო მიმდინარე მოვლენები შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან, არ დააზარალებს იქ მომუშავე ჟურნალისტებს, მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული ძალადობის ფორმები, არ ჩაიხშობა თავისუფალი სიტყვა და ქვეყანაში ყველაზე რეიტინგულ ტელეკომპანიას ექნება საშუალება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. მიგვაჩნია რომ ქვეყანას სჭირდება თავისუფალი, არაპოლიტიზებული მედია, რომლის სარედაქციო პოლიტიკა იქნება დამოუკიდებელი.
შეგახსენებთ,რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ.