ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ, ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მიმდინარე პროცესები არ დააზარალებს არხის ჟურნალისტებს, რათა სრულფასოვნად შეძლონ საქმიანობა. "ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახური სოლიდარობას უცხადებს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს და იმედს გამოთქვამს, რომ დაცული იქნება როგორც მათი უსაფრთხოება, ისევე უფლება, თავისუფლად განახორციელონ პროფესიული მოვალეობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჟურნალისტმა სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და მიმდინარე პროცესებმა არ დააზარალოს მათი საქმიანობა", – ნათქვამია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის განცხადებაში.
ტელეკომპანია “იმედი” -ს სოლიდარობა რუსთავი 2 -ის ჟურნალისტებს
სიახლეები
სიახლეები
შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...
სიახლეები
ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...
სიახლეები
WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...
კონფლიქტები
ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.
ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...