მთავარისიახლეებიპოლიტიკაშალვა ნათელაშვილი:"ივანიშვილმა დღეს გადააბიჯა რუბიკონს. პრაქტიკულად მოხდა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება

შალვა ნათელაშვილი:”ივანიშვილმა დღეს გადააბიჯა რუბიკონს. პრაქტიკულად მოხდა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება

Published on

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმადაც, რუსთავი2-ის მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ და აცხადებს, რომ "გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მიღებული".

„ეს არ გახლავთ თამაზ ურთმელიძის განჩინება, ეს არის საქართველოს კრიმინალი მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, პირდაპირი განკარგულება და ბრძანება. ალბათ, მორიგი სიშლეგის შეტევის ფონზე ვეღარ შეიკავა თავი და დააწერინა იმ კაცს ისეთი სისულელე, რომელსაც მსოფლიო იურიდიული პრაქტიკის ისტორიაში ვერსად ვერ შეხვდები, მათ შორის 1930-იანი წლების რეპრესიულ დოკუმენტებშიც კი.

"დღეს მოსამართლე, მოსამართლე კი არა, ივანიშვილი პირდაპირ წერს, რომ  რუსთავი2-ში უნდა შეიცვალოს საინფორმაციო პოლიტიკა. მეტი აღიარება რა გინდა, სახეზეა პოლიტიკური დევნა, სახეზეა პოლიტიკური რეპრესია.

 

"როცა ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ ის საქართველოში საოცარ დემოკრატიას ააშენებდა, მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ რომელიმე ტელევიზიის დასაცავად დგომა მომიწევდა. როგორც ჩანს, მისთვის ეს მართლაც არის საოცარი დემოკრატია და მისთვის ეს არის საოცნებო მიზანი, რომ რამენაირად ჩაკლას თავისუფალი სივრცე და ყველა არხიდან ისმოდეს ქება-დიდება სეთურისა იმის შესახებ, თუ რა დიდი წარმატებები და რა ლეგენდარული ფიგურა გააჩინა ღმერთმა ჩვენს მიწაზე.

"ივანიშვილმა დღეს გადააბიჯა იმ რუბიკონს, რომლის შემდეგ უკან დაბრუნება შეუძლებელია.

"რა მნიშვნელობა აქვს, სპეცნაზით დაარბევენ იმედს თუ ურთმელიძის გადაწყვეტილებით რუსთავი2-ს, პრაქტიკულად მოხდა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება.

"მე არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის და მისი უცხოელი მფარველების ინტერესებშია აქ დიდი არეულობის ორგანიზება, რომელიც ბევრ გეოპოლიტიკურ ნიუანსს გადაალაგებს მათი პოლიტიკური შეხედულების შესაბამისად.  

"დღეს ივანიშვილმა ჩამოაგდო სამოქალაქო განხეთქილების ნაღმი, სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მან უკვე ჩაიდინა. რამდენიმე საათი დარჩა ამ კრიმინალურ გუნდს და რაღაცა უშველონ თავის თავს,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სიახლეები

1 იანვრიდან იმპორტულ სიგარეტზე აქციზი კოლოფზე 85 თეთრით გაიზრდება

2026 წლის 1 იანვრიდან, ქართული ოცნება იმპორტულ სიგარეტზე აქციზის ფასს კოლოფზე 85 თეთრით, 2.75...

საია- ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ივანიშვილის რეჟიმის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს...

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა  შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული უცხო...

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მეუფე საბა სოციალურ ქსელში...