მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რესპუბლიკური პარტია" კატეგორიულად ემიჯნება ამ პროცესებს - აცხადებს პარტიის თავმჯდომარე...

“რესპუბლიკური პარტია” კატეგორიულად ემიჯნება ამ პროცესებს – აცხადებს პარტიის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი

Published on

ხელისუფლებას ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება, – ასე აფასებს ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი კომპანია "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ განჩინებას.
დეპუტატი ურთმელიძესთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოსაც აკრიტიკებს და მათ გადაწყვეტილებებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. 
"პროცესების სამართლებრივ სივრცეში ყოფნა-არყოფნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება და ისე ნაჩქარევად, როგორც მიიღო. ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იქცევა, როგორც ხელისუფლების სხვა შტოების ფუნქციების მიმტაცებელი და სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენი, სულაც არ ნიშნავს და სრულიადაც არ არის არგუმენტი, რომ ურთმელიძის სახით ჩვენი ხელისუფლებაც წარმოჩნდეს, როგორც ფორმით, ისე შინაარსით, ასეთ ხელისუფლებად. "რესპუბლიკური პარტია" ამ პროცესებს კატეგორიულად ემიჯნება. ღამით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. მოვუწოდებ როგორც საკონსტიტუციო, ისე საქალაქო სასამართლოს, პოლიტიზირებაში არ ჩაერთონ. ეს უნდა იყოს სამართლის საკითხი და არ უნდა იყოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის ინსტრუმენტად გადანაწილების საკითხი. მივმართავ როგორც საკონსტიტუციო, ასევე საერთო სასამართლოს მოსამართლეებს, პროცესები ძალიან სახიფათო ხასიათს იღებს. საქართველოში დღეს ხელისუფლების ალტენატიული ძალის ჩამოყალიბების საკითხი არ დგას. დღესაც კი, როცა ხელისუფლების რეიტინგი არ არის ისეთი, რაც 2012 წელს იყო, ხელისუფლებას ასეთი ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება. როგორც ჩანს, ურთმელიძე, რომელიც თავის დროზე გვარამიამ დანიშნა, მაშინ გვარამიას კონტროლის ქვეშ იყო, ახლა ცდილობს დღევანდელი უფროსობის კონტროლის ქვეშ იყოს. ჩვენ კონტროლირებადი მოსამართლეები არ გვჭირდება არც საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ძველი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის და არც საერთო სასამართლოებში", – აცხადებს დავით ბერძენიშვილი. 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...