მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ მინისტრი აფიქსირებს მთავრობის პოზიციას რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

პრემიერ მინისტრი აფიქსირებს მთავრობის პოზიციას რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

Published on

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და  აცხადებს, რომ სურს მკაფიოდ და ნათლად დააფიქსიროს ხელისუფლების პოზიცია.

"ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არის კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა. ბუნებრივია, რომ ორივე მხარე იყენებს ყველა არსებულ იურიდიულ ბერკეტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

ჩვენი, ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სრულად იქნება დაცული სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვენლოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას ჩვენი სახელმწიფოს განვითარება.

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ასეთ სახელმწიფოში კი კერძო სასამართლო დავას და მით უფრო, მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. ასეთი საქმეები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ჩავაბარეთ ისტორიას.
ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც მედიის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და სადაც ამ თემით სპეკულირების უფლება არავის აქვს.

ამ საქმესთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა. პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

ხელისუფლებამ, მედიამ, სასამართლომ და საზოგადოებამ – ყველამ უნდა უზრუნველვყოთ როგორც მედიის, ისე სასამართლოს დამოუკიდიებლობა, რათა არავის მხრიდან არ მოხდეს ამ ინსტიტუტების გამოყენება ვინმეს პარტიული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის," – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 

სიახლეები

საია- ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართლის ძირითად პრინციპებს არღვევს

ელენე ხოშტარიასთვის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო სისხლისსამართლებრივი ბრალის წარდგენა სამართლის ძირითად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს

თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავა....

„დიდი შვიდეული“ – ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე – გავამკაცრებთ სანქციებს

ჩვენ, “დიდი შვიდეულის” ლიდერები, გაერთიანებულები ვართ უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ...

დიდი შვიდეულის სამიტზე ზელენსკი ტრამპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და...